დუჟიანისებრნი
დუჟიანისებრნი (ლათ. Cercopidae) — მწერების ოჯახი თანაბარფრთიანისნაირთა რიგისა. აქვს 3-10 მმ სიგრძის ყავისფერი ან მწვანე, ზოგჯერ ლაქებიანი სხეული. ოჯახში 3 ათასამდე სახეობაა. გავრცელებულია ყველა მატერიკზე. საქართველოში 10 სახეობაა. ყველაზე ხშირად გვხვდება მურყნის დუჟიანა (Aphrophora alni) და ჩვეულებრივი დუჟიანა (Philaenus spumarius). ზრდასრული დუჟიანისებრნი კარგად ფრენენ და დახტიან; მატლი ნაკლებმოძრავია და თავისივე გამოყოფილ ქაფში ცხოვრობს. დუჟიანისებრნი იკვებებიან მცენარეთა წვენით.
დუჟიანისებრნი | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Cercopidae | ||||||||||||
|
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 655.