მამია დუმბაძე

(გადამისამართდა გვერდიდან დუმბაძე, მამია)

მამია ქიშვარდის ძე დუმბაძე (დ. 3 ივნისი, 1915, ზენობანი — გ. 25 მარტი, 1990, თბილისი) — ქართველი ისტორიკოსი. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1959), პროფესორი (1960), საქართველოს სსრ მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე.

ბიოგრაფია

რედაქტირება

1936 წელს დაამთავრა ამიერკავკასიის უმაღლესი სასოფლო-სამეურნეო კომუნისტური კსლა, 1938 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. 1942 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ი. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში; 1958-1989 წლებში იგი იყო საქართველოს შუა საუკუნეების ისტორიის განყოფილების გამგე; იკვლევდა საქართველოს ფეოდალური ხანის სოციალურ-ეკონომიკურ, პოლიტიკურ და კულტურული ისტორიის საკითხებს; არის რამდენიმე მონოგრაფიის ავტორი და კოლექტიური გამოკვლევების - „თბილისის ისტორიის“, საქართველოს ისტორიის რამდენიმე სახელმძღვანელოს (ქართულ და რუსულ ენებზე) თანაავტორი, აგრეთვე „საქართველოს ისტორიის ნარკვევების“ რვატომეულის რედკოლეგიის წევრი.

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • ისტორიკოსი დიმიტრი ბაქრაძე, ბათუმი, 1950
  • აღმოსავლეთ კახეთის (საინგილოს) ისტორიიდან, თბილისი, 1953
  • დასავლეთ საქართველო XIX საუკუნის პირველ ნახევარში, თბილისი, 1957
  • ნიკო ბერძენიშვილი, თბილისი, 1964
  • რუსთაველის საქართველო, თბილისი, 1966

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება