დუმაცხოვის კვირიკეს ეკლესია

დუმაცხოვის კვირიკეს ეკლესიაარქიტექტურული ძეგლი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ დუმაცხოვში, სოფლის სასაფლაოზე. სტილისტური ნიშნებით თარიღდება IX-X სს-ით. ეკლესია დარბაზულია (9,5X5,4 მ) ნაგებია ნატეხი ქვით. ქვის წყობა ირეგულარულია. შესასვლელი სამხრეთითაა კარს შიგნით და გარეთ არქიტრავი ჰქონია. . დაახლოებით ნალისებრი მოხაზულობის აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია, სარკმლის ორივე მხარეს თითო მაღალი, ზევით შევიწროვებული ნახევარწრიული ნიშია. სარკმლის ქვემოთ კედელზე სატრაპეზოა მიშენებული. თითო სარკმელი სამხრეთის და დასავლეთის კედლებშია. დარბაზის გრძივ კედლებზე თითო ორსაფეხურიანი პილასტრია. დარბაზი ნახევარწრიული კამარითაა გადახურული. ეკლესია 2008 წელს შეკეთდა ადგილობრივი მაცხოვრებლის ანზორ პაპუაშვილის ინიციატივით.

დუმაცხოვის კვირიკეს ეკლესია
დუმაცხოვის კვირიკეს ეკლესია
გიორგი ჩუბინიძის ფოტო

ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 42°04′49″ ჩ. გ. 43°40′19″ ა. გ. / 42.08028° ჩ. გ. 43.67194° ა. გ. / 42.08028; 43.67194
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
პროვინცია შიდა ქართლი
მუნიციპალიტეტი ხაშურის მუნიციპალიტეტი
ადგილმდებარეობა დუმაცხოვი
კურთხევის წელი 2008
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვარი(ები) უცნობია
ხუროთმოძღვრული ტიპი დარბაზული ეკლესია
თარიღდება IX-X სს
დეტალები
სიგრძე 9,5
სიგანე 5,4
მასალა ნატეხი ქვა

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 6901