დუკლა
დუკლა (სლოვაკ. Dukliansky priesmyk; პოლ. Przełęcz Dukielska) — უღელტეხილი აღმოსავლეთ ბესკიდებში, სლოვაკეთისა და პოლონეთის საზღვარზე. სიმაღლე 502 მ. დუკლის მახლობლად მდებარეობს ქალაქი დუკლა. დუკლაზე გადის ქალაქ კროსნოსა (პოლონეთი) და ქალაქ პრეშოვის (ჩეხეთი) დამაკავშირებელი გზატკეცილი. უღელტეხილზე გადის აგრეთვე ერთ-ერთი უძველესი სავაჭრო გზა — დუკლა-სვიდნიკი. წარმოადგენდა ლემკებისა და ბოიკების ეთნოგრაფიულ საზღვარს.
დუკლა | |
---|---|
დუკლა | |
კოორდინატები: 49°25′04″ ჩ. გ. 21°41′45″ ა. გ. / 49.41778° ჩ. გ. 21.69583° ა. გ. | |
ქვეყანა | სლოვაკეთი პოლონეთი |
სიმაღლე | 502 მ |
1849 წელს უნგრეთში რევოლუციის ჩასახშობად უღელტეხილზე გაიარა რუსულმა არმიამ ივანე პასკევიჩის მეთაურობით. 1944 წლის სექტემბერ-ოქტომბერში სლოვაკეთის ეროვნული აჯანყების მხარდასაჭერად უღელტეხილზე იერიში მიიტანა წითელმა არმიამ, რითაც დაიწყო ჩეხოსლოვაკიის განთავისუფლება.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- დუკლა — სტატია დიდი საბჭოთა ენციკლოპედიიდან (რუსული)