აღმოსავლეთი ბესკიდები
აღმოსავლეთი ბესკიდები (პოლ. Beskidy Wschodnie) — კარპატების ნაწილი. ვრცელდება პოლონეთში, უკრაინასა და სლოვაკეთში. მის შემადგენლობაშია ბეშჩადი (მთა ტარნიცა 1348 მ) აღმოსავლეთით და დაბალი ბესკიდები (მთა ლანკოვა 1001 მ) დასავლეთით. აკუთვნებენ აგრეთვე ონდავის მაღლობსა და უკრაინის კარპატების ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილს, ეგრეთ წოდებულ დნესტრის ბესკიდებს (მთა მაგურა, 1363 მ). აღსანიშნავია ლუპკოვისა და დუკლის უღელტეხილები.
აღმოსავლეთი ბესკიდები | |
---|---|
აღმოსავლეთი ბესკიდები | |
კოორდინატები: 48°10′ ჩ. გ. 24°30′ ა. გ. / 48.167° ჩ. გ. 24.500° ა. გ. | |
ქვეყანა | პოლონეთი უკრაინა სლოვაკეთი |