დუბონტის ტბა
დუბონტის ტბა, დიუბონტის ტბა (ინგლ. Dubawnt Lake) — ტბა კანადაში, ნუნავუტის ტერიტორიაზე. მდებარეობს პოლარული წრიდან სამხრეთით 350 კმ-ში, ზღვის დონიდან 236 მ სიმაღლეზე. ფართობი 3833 კმ². ტბაზე გაედინება მდინარე დუბონტი. აქვს ცვალებადი სანაპირო ხაზი. არის მრავალრიცხოვანი კუნძულები. წყალი გამჭვირვალეა. ნაპირები დაფარულია დაბალი არქტიკული ტუნდრით, სამხრეთ სანაპიროს ირგვლივ გვხვდება ნაძვი. დუბონტის ტბა აღმოაჩინა ინგლისელმა მოგზაურმა სემიუელ ჰირნმა 1770 წელს, თუმცა 1893 წლამდე ტბა პრაქტიკულად უცნობი დარჩა, მანამ სანამ ჯოზეფ ბერ ტირელმა განმეორებით არ შეისწავლა იგი. ზაფხულის პერიოდში ტბა სამოყვარულო თევზჭერის ობიექტია. მდიდარია თევზით; მოიპოვება ტბის კალმახი, სიგი, არქტიკული ჰარიუსი.
დუბონტის ტბა | |
---|---|
დუბონტის ტბა. აეროკოსმოსური ფოტოსურათი (NASA) | |
კოორდინატები: 63°04′00″ ჩ. გ. 101°42′00″ დ. გ. / 63.06667° ჩ. გ. 101.70000° დ. გ. | |
მდებარეობა | კანადა |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 236 მ |
ფართობი | 3833 კმ² |
ჩამდინარე მდინარეები | დუბონტი |
გამომდინარე მდინარე | დუბონტი |
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- დუბონტის ტბა დაარქივებული 2015-05-18 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
- დუბონტის ტბა (ინგლისური)