დუალისტური მონარქია
დუალისტური მონარქია — მმართველობის ფორმა, მონარქია, სადაც ძალაუფლება ფორმალურად გადანაწილებულია მონარქსა და პარლამენტს შორის მონარქის სასარგებლოდ. მონარქის ძალაუფლება მხოლოდ საკანონმდებლო სფეროშია შეზღუდული, თუმცა მას აქვს პარლამენტის ინიციატივების ბლოკირების შესაძლებლობები. აღმასრულებელი ხელისუფლება მონარქისა და მის მიერ დანიშნული მთავრობის ხელშია თავმოყრილი[1].
მონარქიის დუალისტური ხასიათი ისაა, რომ აქ ერთდროულად ორი ძლიერი ხელისუფლებაა: მონარქის მემკვიდრეობითი ხელისუფლება და ხალხის მიერ არჩეული პარლამენტი. მონარქი და პარლამენტი აკონტროლებენ ერთმანეთს. სასამართლო ხელისუფლება ეკუთვნის მონარქს, მაგრამ იგი შეიძლება მეტ-ნაკლებად დამოუკიდებელიც იყოს. დუალისტური მონარქიის დროს მონარქს აქვს კანონებზე ხელის მოწერის უფლება, იგი სარგებლობს აბსოლუტური ვეტოს უფლებით. მონარქს უფლება აქვს მიიღოს ბრძანების სახის აქტები, ზოგიერთ შემთხვევაში, კანონებშიც შეიტანოს ცვლილებები მის მიერ მიღებული ბრძანებებით. მონარქს აგრეთვე უფლება აქვს დაითხოვოს პარლამენტი. მონარქი ნიშნავს მინისტრებს, აყალიბებს მთავრობას და ამაში იგი არ უწევს ანგარიშს პარლამენტს, მთავრობა კი, თავის მხრივ, პასუხისმგებელია მხოლოდ მონარქის წინაშე[2].
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ა. დემეტრაშვილი, ი. კობახიძე, კონსტიტუციური სამართალი, თბ., 2010, გვ. 105-106
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ა. დემეტრაშვილი, ი. კობახიძე, კონსტიტუციური სამართალი, თბ., 2010, გვ. 105-106
- ↑ http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=5&t=3975