საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე
(გადამისამართდა გვერდიდან დროშის დღე (საქართველო))
საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე — დღესასწაული საქართველოში, რომელიც აღინიშნება იანვრის თვის 14 რიცხვში, საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მიღების დღეს.[1] საქართველოს სახელმწიფო დროშა საქართველოს ეროვნული სიმბოლოა გერბთან და ჰიმნთან ერთად, ის შემოღებულ იქნა საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე, რომელიც ძალაში შევიდა საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ხელმოწერის შემდეგ 2004 წლის 14 იანვრიდან.[2]
სახელმწიფო დროშის დღე პირველად 2012 წლის 14 იანვარს აღინიშნა, ღონისძიება მარჯანიშვილის მოედანზე გაიმართა.[3] ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებმა გამოფინეს საქართველოს დროშები, მარჯანიშვილის მოედანზე აღმართეს საქართველოს დიდი დროშა, ხოლო პატარა დროშები უბრალო გამვლელებს დაურიგეს.[4]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ“. მუხლი მე-6. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-02-25. ციტირების თარიღი: 2015-01-14.
- ↑ 14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა. newposts.ge. ციტირების თარიღი: 2015-01-14.
- ↑ "ნაციონალური მოძრაობის" ინიციატივით, სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნა. interpressnews.ge. ციტირების თარიღი: 2015-01-14.
- ↑ სახელმწიფო დროშის დღე. netgazeti.ge. ციტირების თარიღი: 2015-01-14.