დროის მანქანა (2002 წლის ფილმი)

დროის მანქანა (ინგლ. The Time Machine) — 2002 წლის ამერიკული პოსტაპოკალიფსური სამეცნიერო-ფანტასტიკური, სათავგადასავლო ფილმი, რომელიც ადაპტირებულია ჯონ ლოგანის მიერ ჰერბერტ უელსის 1895 წლის ამავე სახელწოდების რომანიდან და 1960 წლის ამავე სახელწოდების ფილმის სცენარიდან (სცენარისტი დევიდ დანკანი). ფილმის რეჟისორის საიმონ უელსი (ავტორის შვილიშვილი).

1899 წელი. დოქტორი ალექსანდრ ჰარტდეგენი გამომგონებელია, რომელიც ასწავლის ნიუ-იორკში, კოლუმბიის უნივერსიტეტში. მისი მეგობრის, დევიდ ფილბისგან განსხვავებით, არ იტაცებს ბიზნეს სამყარო. მას შემდეგ, რაც ყაჩაღმა მისი საცოლე, ემა მოკლა, ის საკუთარ თავს დროის მანქანის აგებას უძღვნის, რომელიც საშუალებას მისცემს დროში იმოგზაუროს საცოლის გადასარჩენად. 1903 წელს აპარატის დასრულების შემდეგ, ის ბრუნდება 1899 წელში და ხელს უშლის მის მკვლელობას, მხოლოდ იმისთვის, რომ კვლავ დაინახოს მისი მოკვლა, ოღონდ უკვე სხვაგვარად. ალექსანდრე ხვდება, რომ ემას გადარჩენის ნებისმიერი მცდელობა გამოიწვევს მის სიკვდილს სხვა გარემოებების გამო. ის 2030 წელში მიემგზავრება, რათა გაარკვიოს, აღმოაჩინა თუ არა მეცნიერებამ, როგორ შეცვალოს წარსული.

  • გაი პირსი — ალექსანდრ ჰარტდეგენი
  • მარკ ედი — დევიდ ფილბი
  • ფილიდა ლი — მისის უოტჩეტი
  • სიენა გილორი — ემა
  • მაქს ბეიკერი — მძარცველი
  • ორლანდო ჯონსი — ვოქსი
  • ჯერემი აირონსი — მთავარი მორლოკი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება