დროის გარემოება
დროის გარემოება აღნიშნავს თუ როდის ხდება მოქმედება. იგი მოგვიგებს კითხვებზე: როდის? რამდენ ხანს? რა დროიდან? როდემდე? რა დრომდე?
დროის გარემოება გადმოიცემა დროის ზმნიზედით, სახელითა და სახელზმნით (საწყისით). ამ წევრის გადმოსაცემად გამოყენებულია ოთხი ბრუნვა: მიცემითი, ნათესაობითი, მოქმედებითი და ვითარებითი. ამათგან ნათესაობითი თანდებულიანია, ხოლო დანარჩენ ბრუნვათა ფორმები უთანდებულოც შეიძლება იყოს და თანდებულიანიც. ბრუნვის ფორმა ძირითდად ზმნიზედებშია გადასული.