დრობეტა-ტურნუ-სევერინი
დრობეტა-ტურნუ-სევერინი (რუმ. Drobeta-Turnu Severin) — ქალაქი სამხრეთ-დასავლეთ რუმინეთში, მეჰედინცის ჟუდეცში. 2011 წლის მდგომარეობით ქალაქში ცხოვრობდა 86,475 ადამიანი. ნავსადგური მდინარე დუნაიზე. დამახასიათებელია თბილი ზაფხული და რბილი ზამთარი. დასახლება მოიხსენიება პტოლემესთან „დრობეტის“ სახელით. II-IV საუკუნეებში სიახლოვეს მდებარეობდა ანტიკური ხანის უდიდესი ტრაიანეს ხიდი. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ქალაქი სწრაფად განვითარდა. არის სამხატვრო მუზეუმი და სამეცნიერო-სამხარეო მუზეუმი. სიახლოვეს არის ჰიდროელექტროსადგური.
ქალაქი | |||
---|---|---|---|
დრობეტა-ტურნუ-სევერინი Drobeta-Turnu Severin | |||
დრობეტა-ტურნუ-სევერინი | |||
| |||
ქვეყანა | რუმინეთი | ||
ჟუდეცი | მეჰედინცი | ||
კოორდინატები | 44°34′00″ ჩ. გ. 22°40′00″ ა. გ. / 44.56667° ჩ. გ. 22.66667° ა. გ. | ||
მმართველი | Marius-Vasile Screciu[1] | ||
ფართობი | 57.43±0.01 კვადრატული კილომეტრი | ||
ცენტრის სიმაღლე | 65±1 მეტრი | ||
მოსახლეობა | 86,475 კაცი (2011) | ||
სიმჭიდროვე | 1,572 კაცი/კმ² | ||
სასაათო სარტყელი | UTC+2 და UTC+3 | ||
საფოსტო ინდექსი | 220004–220256 | ||
ოფიციალური საიტი | primariadrobeta.ro | ||
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „დრობეტა-ტურნუ-სევერინი“ ვიკისაწყობში.
- დრობეტა-ტურნუ-სევერინი — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)