დრეისენასებრნი (Dreissenidae) — ორსაგდულიანი მოლუსკების ოჯახი. ზრდასრული ფორმები ემაგრებიან წყალქვეშა საგნებსა და გემის ძირს, ლარვა კი თავისუფლად ცურავს. დრეისენასებრნი ბინადრობენ მტკნარ წყალში, აგრეთვე კასპიის, არალისა და აზოვის ზღვებში და შავი ზღვის გამტკნარებულ ადგილებში. მდინარის დრეისენა (Dreissena polymorpha) დიდი რაოდენობით სახლდება ჰიდროტექნიკურ ნაგებობებში და აფერხებს მათ ნორმალურ მუშაობას. ბრძოლის ღნისძიებები: წყლის ქლორირება, ნაგებობათა შეღებვა შხამიანი საღებავით, მათი კათოდური დაცვა და სხვა.