დრაფი
დრაფი (ფრანგ. drap) — შალის სქელი, მჭიდრო ქსოვილი. ამზადებენ აბარატული რთვით მიღებული მაუდის ნართისაგან. დრაფი ორფად ნაქსოვია, ამის გამო მაღალი თბოსაიზოლაციო თვისებები გააჩნია. იგი შეიძლება იყოს ხაოიანი, არახაოიანი, ერთ- და მრავალფერი. ჩეულებრივ იყენებენ საპალტოედ.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 634.