დრაუნგაიეკუდლი (ისლ. Drangajökull) — მყინვარი ისლანდიაში. წარმოადგენს ისლანდიის ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე მყინვარს. მდებარეობს კუნძულის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ვესტფირდირის ტერიტორიაზე. მყინვარის ფართობი შეადგენს 160-200 კმ²,-ს, სიგრძე — ≈ 20 კმ-ს. გაწოლილია ჰორნსტრანდირის ნახევარკუნძულის ფუძეზე, რომელიც თავის მხრივ, ვესტფირდირის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთურ განშტოებას შეადგენს და მისგან ისა-ფიორდითაა გამოყოფილი. მყინვარის უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან დაახლოებით 925 მ სიმაღლეზე მდებარეობს.

დრაუნგაიეკუდლი
Drangajökull
დრაუნგაიეკუდლი
დრაუნგაიეკუდლი
კოორდინატები: 66°09′ ჩ. გ. 22°15′ დ. გ. / 66.150° ჩ. გ. 22.250° დ. გ. / 66.150; -22.250
ქვეყანა ისლანდიის დროშა ისლანდია
ფართობი 160-200 კმ²
სიგრძე ≈ 20 კმ
დრაუნგაიეკუდლი — ისლანდია
დრაუნგაიეკუდლი

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება