Dragonfly 44

გალაქტიკა კომას კლასტერის მიმართულებით
(გადამისამართდა გვერდიდან დრაგონფლაი 44)

Dragonfly 44 (ქართ. დრაგონფლაი 44) — ულტრადიფუზიური გალაქტიკა კომას გროვაში (ბერენიკეს თმების თანავარსკვლავედი).[2][3] [1][4] გადაადგილების სიჩქარეზე დაკვირვებით, ირკვევა, რომ მისი მასა ერთი ტრილიონი მზის მასის ტოლი უნდა იყოს, დაახლოებით იგივე, რაც ირმის ნახტომის მასაა. გალაქტიკის ირგვლივ შეინიშნება 90 სფეროსებრი ვარსკვლავთგროვა. აღსანიშნავია, რომ Dragonfly 44 ირმის ნახტომის სინათლის მხოლოდ 1 %-ს გამოყოფს.[5]

Dragonfly 44
გალაქტიკა
Dragonfly 44
Dragonfly 44
დაკვირვების მონაცემები
(ეპოქა J2000.0)
თანავარსკვლავედი ბერენიკეს თმების თანავარსკვლავედი
პირდაპირი ასვლა 13სთ 00წთ 58.0წმ[1]
დახრილობა +26° 58′ 35″[1]
ხილული ზომები 70 000 სინ. წელი
მახასიათებლები
მანძილი 320 მლნ სინ. წელი
მასა ~1.0×1012 m

2016 წლის აგვისტოში, ასტრონომებმა დაადგინეს, რომ გაალქტიკის 99,9 % სავარაუდოდ ბნელი მატერიისაგან შედგება.[6][7][8]

ჯერ კიდევ 2014 წელს, მეცნიერთა ჯგუფმა ჰავაის შტატში მდებარე კეკისა და ჯემინის ობსერვატორიების ტელესკოპების საშუალებით აღმოაჩინეს. მდებარეობს კომას გროვის სახელით ცნობილ რეგიონში, დედამიწიდან 320 მილიონი სინათლის წლის მანძილზე.

გალაქტიკა იმდენად მკრთალია, რომ მისი აღმოჩენა ათწლეულების მანძილზე ვერ მოხერხდა, თუმცა ახლა, მისი აღმომჩენი ჯგუფი არკვევს თუ რა მიზეზის გამო შედგება ამ ქალაქტიკის 99,9 % ბნელი მატერიისგან.

მეცნიერებმა Dragonfly 44-ს ვარსკვლავების მოძრაობის სიჩქარეც გაზომეს; აღმოჩნდა, რომ ისინი წამში 47 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობენ. ამის შემდეგ ჯგუფმა ისიც დაიანგარიშა, რომ გალაქტიკა 1 ტრილიონჯერ უფრო მასიურია ვიდრე ჩვენი მზე — იმდენად მძიმე, რომ მას საკუთარი ვარსკვლავების ერთობლიობის მარტოს დაჭერა არ შეუძლია.

  1. 1.0 1.1 1.2 Van Dokkum, Pieter; et al. (1 May 2015). „Spectroscopic confirmation of the existence of large, diffuse galaxies in the coma cluster“. The Astrophysical Journal Letters. ციტირების თარიღი: 1 September 2016. et al.-ის დაწვრილებითი გამოყენება |author=-ში (დახმარება)
  2. Scientists discover the fluffiest galaxies. phys.org (14 May 2015).
  3. Van Dokkum, Pieter; et al. (7 January 2015). „Forty-seven milky way-sized, extremely diffuse galaxies in the Coma-Cluster“. The Astrophysical Journal Letters. ციტირების თარიღი: 31 August 2016. et al.-ის დაწვრილებითი გამოყენება |author=-ში (დახმარება)
  4. Dragonfly 44: Ultra-Diffuse Galaxy Made Mostly of Dark Matter. Aug 2016
  5. Crosswell, Ken (26 July 2016). „The Milky Way’s dark twin revealed“. Nature News. ციტირების თარიღი: 30 July 2016.
  6. Van Dokkum, Pieter; et al. (25 August 2016). „A High Stellar Velocity Dispersion and ~100 Globular Clusters For The Ultra-Diffuse Galaxy Dragonfly 44“. The Astrophysical Journal Letters. ციტირების თარიღი: 27 August 2016. et al.-ის დაწვრილებითი გამოყენება |author=-ში (დახმარება)
  7. Hall, Shannon. (25 August 2016) Ghost galaxy is 99.99 per cent dark matter with almost no stars. New Scientist. ციტირების თარიღი: 27 August 2016.
  8. Feltman, Rachael (26 August 2016). „A new class of galaxy has been discovered, one made almost entirely of dark matter“. The Washington Post. ციტირების თარიღი: 26 August 2016.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Dragonfly_44&oldid=3992866“-დან