დოსითეოსი (ბოგვერაძე)
(გადამისამართდა გვერდიდან დოსითეოსი (მეუფე))
ეპისკოპოსი დოსითეოსი (ერისკაცობაში — დიმიტრი ზურაბის ძე ბოგვერაძე; დ. 29 დეკემბერი, 1964, იგორეთი, ხარაგაულის რაიონი) — ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქიის მღვდელმთავარი 2014 წლის 15 ივნისიდან.
დოსითეოსი | |
---|---|
ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქიის ეპისკოპოსი | |
პროვინცია | ევროპა |
ეპარქია | ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქია |
ეკლესია | საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია |
ინთრონიზაცია | 2014 |
პირადი მონაცემები | |
დაბადების თარიღი | 29 დეკემბერი, 1964 |
ეროვნება | ქართველი |
რელიგია | ქრისტიანობა |
2014 წლის 3 ივნისს არქიმანდრიტი დოსითეოსი გამორჩეულ იქნა ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქიის ეპისკოპოსად,[1] ხოლო 2014 წლის 15 ივნისს მცხეთაში, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ეპისკოპოსად აკურთხა უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მთავარეპისკოპოსმა მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტმა ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა ილია II-მ.[2]
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ წმიდა სინოდის სხდომა 03/06/2014. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 2015-01-31.
- ↑ პატრიარქის საკვირაო ქადაგება 15/06/2014