დორდტსხე-კილი
დორდტსხე-კილი (ნიდერლ. Dordtsche Kil) — მდინარე ნიდერლანდებში, სამხრეთ ჰოლანდიის პორვინციაში. აკავშირებს აუდე-მაასსა და ჰოლანდს-დიპს. სიგრძე დაახლოებით 9 კმ. მდინარის უდიდესი ნაწილი ხელოვნური წარმოშობისაა. 2006 წლის 20 დეკემბერს მდინარეში იპოვეს XIX საუკუნის გემის ნამტვრევები.
დორდტსხე-კილი | |
---|---|
ქვეყანა | ნიდერლანდები |
სიგრძე | 9 კმ |
დორდტსხე-კილი ვიკისაწყობში |