დორა (იარაღი)
დორა (ქართულად: მძიმე გუსტავი ან დიდი გუსტავი), ასევე ცნობილია როგორც შვერერ გუსტავი — ორი სახელი იმ დიდი იარაღისა, რომელსაც გერმანია იყენებდა მეორე მსოფლიო ომის დროს. მისი შექმნის იდეა ადოლფ ჰიტლერს 1936 წელს მოუვიდა. მან მიზნად დაისახა შეექმნა ჯერ არნახული მასშტაბის იარაღი, რომელიც ნებისმიერ ფორტიფიკაციურ გამაგრებას აიღებდა. იდეისთვის ხორცის შესხმა ფიურერმა კრუპის იარაღის ფაბრიკას დაავალა. დორას შექმნა 5 წელი დასჭირდა, სახელი კი შემქმნელის მეუღლის პატივსაცემად დაერქვა.
დორას ლულა, რომელიც მხოლოდ ვერტიკალურად მოძრაობდა, შეიძლებოდა დაეყენბინათ 65 გრადუსამდე ნებისმიერ კუთხეზე. მისგან გატყორცნილ ჭურვს 25 კმ-ით დაშორებული სამიზნე უნდა გაენადგურებინა, ხოლო მაქსიმალური მანძილი, რომელსაც ჭურვი გადიოდა 40 კმ იყო. ლულის სიგრძე 32 მეტრი იყო, მასში 800 მმ კალიბრის, 7 ტონიანი ტყვია იდებოდა, მიზანი კი იყო 1 მეტრიან ბრონში, 7 მეტრიან ბეტონის კედლში და მაგარი გრუნტის ქვეშ 30 მეტრზე სიღრმეში გასვლა.
დორა გერმანელებს მაჟინოს ასაღებად უნდა გამოეყენებინათ, მაგრამ სანამ ეს უზარმაზარი იარაღი ააწყევს, ქალაქი მანამ დაიკავეს. ამის შემდეგ „მსუქანი გუსტავი“ რკინიგზის მეშვეობით ყირიმისკენ გაუშვეს. იგი 2 ლოკომოტივისა და 106 ვაგონს გადაჰქონდა. 43 ვაგონი კი სავსე იყო ადამიანებით, რომლებიც დორას აწყობას სჭირდებოდა.
თუმცა ჰიტლერი ყველაფერი წყალში ჩაეყარა. დორას ლულიდან გავარდნილი 53 ჭურვიდან მხოლოდ ერთმა მიაღწია მიზანს და სევასტოპოლში იარაღის საწყობი ააფეთქა.
შემქმნელებმა ვერ გაითვალისწინეს, რომ ამხელა გიგანტის მართვა და სასროლად სწორი კუთხის არჩევა ძალიან ძნელი იქნებოდა. ამიტომ ფიურერმა ბრძანება გასცა დორა დაეშალათ და გერმანიაში ისე შეეტანათ.
საბოლოოდ ცნობილია, რომ დორა მიიტანეს ტილამდე, სადაც იპოვეს ამერიკელმა ჯარისკაცებმა და გამოკვლევების შემდეგ გადასადნობად გადააგზავნეს.
გალერეა
რედაქტირება-
800 მმ სიგრძის „დიდი გუსტავი“, რომელიც ინახება მსოფლიო იმპერიალურ მუზეუმში, ლონდონი
-
დორას ჭურჭელი (მკვეთრი ბალისტიკური ქუდის გარეშე), დღესდღეობით ის ინახება პოლონეთის არმიის მუზეუმში, ვარშავაში.
-
დორას მოდელი