დონ ბლუთი
დონალდ ვირჯილ „დონ“ ბლუთი (დ. 13 სექტემბერი, 1937)[1] — ამერიკელი ანიმატორი, კინორეჟისორი, პროდიუსერი, ავტორი, ვიდეო თამაშების დიზაინერი და დამოუკიდებელი სტუდიის მფლობელი. ცნობილია 1979 წელს The Walt Disney Company-დან წასვლით და საკუთარი ფილმებით. მათ შორის აღსანიშნავია ფჯეი-ს საიდუმლო (1982), ამერიკული კუდი (1986), დედამიწა ჩვენ წელთაღრიცხვამდე (1988), ყველა ძაღლი სამოთხეში მიდის (1989) და ანასტასია (1997). იგი აგრეთვე მონაწილეობდა ვიდეო თამაშის Dragon's Lair შემუშავებაში. ბლუთი იყო დისნეის სტუდიების კონკურენტი წლების განმავლობაში, დისნეის რენესანსამდე. იგი არის ილუსტრატორ ტობი ბლუთის ტყუპისცალი.
დონ ბლუთი | |
---|---|
დონ ბლუთი 2023 წელს | |
მშობლიური სახელი | Don Bluth |
დაბადების თარიღი |
13 სექტემბერი, 1937 ელ-პასო, ტეხასი, აშშ |
ეროვნება | ამერიკელი |
პროფესია | 1959 – დღემდე |
საქმიანობა | რეჟისორი, პროდიუსერი, Sullivan Bluth Studios-ის და Fox Animation Studios-ის თანადამაარსებელი |
რელიგია | უკანასკნელი დღეების წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესია |
ფილმოგრაფია
რედაქტირებარეჟისორი
რედაქტირება- პიტის დრაკონი (1977, ანიმაციის რეჟისორი)
- პატარა (1978, მოკლემეტრაჟიანი)
- კატა ბანკო შეშის გროვიდან (1979, მოკლემეტრაჟიანი)
- ფჯეი-ს საიდუმლო (1982)
- ამერიკული კუდი (1986)
- დედამიწა ჩვენ წელთაღრიცხვამდე (1988, აგრეთვე კადრირების და დიზაინის ავტორი)
- ყველა ძაღლი სამოთხეში მიდის (1989)
- Rock-a-Doodle (1992)
- ნამცეცა (1994)
- ტროლი ცენტრალურ პარკში (1994)
- კენჭი და პინგვინი (1995)
- ანასტასია (1997)
- ბრწყინვალე ბარტოკი (1999)
- ტიტანი დედამიწის დაღუპვის შემდეგ (2000)
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Bendazzi, Giannalberto (October 2015). Animation: A World History: Volume II: The Birth of a Style - The Three Markets. CRC Press. ISBN 9781317519904. „Among the directors of feature films, Don Bluth is noteworthy. Born in El Paso, Texas, on 13 September 1937, Bluth went to Disney in 1956 (...).“