დონის როსტოვის ღვთისმშობლის კვართის ეკლესია

ღვთისმშობლის კვართის ეკლესია (რუს. Покровская церковь) — მართლმადიდებლური ტაძარი დონის როსტოვში. მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს როსტოვისა და ნოვოჩერკასკის ეპარქიას. აგებულია 2005-2007 წლებში გ. შევჩენკოს პროექტის მიხედვით.

ღვთისმშობლის კვართის ეკლესია
დონის როსტოვის ღვთისმშობლის კვართის ეკლესია — რუსეთი
დონის როსტოვის ღვთისმშობლის კვართის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია როსტოვის ოლქი
ადგილმდებარეობა დონის როსტოვი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვარი(ები) გ. შევჩენკო
თარიღდება 2005-2007

1762 წელს ჩერკასკის (ამჟამად ნოვოჩერკასკი) მახლობლად მდებარე წმინდა ანას ციხესიმაგრის გაუქმების შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება, გადაეტანათ ეს ეკლესია ახლომდებარე დიმიტრი როსტოველის ციხესიმაგრეში. ეკლესია დაანგრიეს, ყველა დეტალი დანომრეს და გადაიტანეს ციხესიმაგრეში, სწორედ ამის გამო მან მიიღო სახელწოდება „ციხესიმაგრის ეკლესია“. ყველა მისი მღვდელმსახური და მრევლი მებრძოლები იყვნენ. პირველი ეკლესიის ადგილმდებარეობა აღმოაჩინეს 2003 წელს არქეოლოგიური გათხრების შედეგად.

1796 წელს ცოტა ხნის წინ დაშლილი დიმიტრი როსტოველის ეკლესიის მასალისაგან კვართის ეკლესიას მიაშენეს სამხრეთით მდებარე საკურთხეველი, რომელიც ასევე დიმიტრი როსტოველის სახელობისა იყო. 1806 წელს ეკლესიას სამხედრო სტატუსი მოეხსნა და გახდა შერეული და ერთდროულად იყო, როგორც სამხედრო ასევე ეპარქიულ დაქვემდებარებაში.

1831 წელს ძველი სამრეკლო დანგრიეს და აღამრთეს ახალი. 1869 წელს ეკლესიას საბოლოოდ მოეხსნა სამხედრო სტატუსი და მთლიანად გადავიდა ეპარქიის დაქვემდებარებაში. XIX საუკუნის ბოლოს ეკლესიის ეზოში ააგეს ახალი შენობა, რომელშიც 1890 წლის 2 სექტემბერს გაიხსნა ორკლასიანი სკოლა.

1895 წლის 2 ნოემბერს დარაჯის გულგრილობის გამო გაჩნდა ხანძარი, რომლის დროსაც მთლიანად დაიწვა სამრეკლო და დაზიანდა თავად ტაძარიც. 1897 წლის 10 აგვისტოს საფუძველი ჩაეყარა ახალი ქვი ეკლესიის მშენებლობას არქიტექტორ ნიკოლაი სოკოლოვის პროექტის მიხედვით. მშენებლობა დასრულდა 1909 წელს და ძვ. სტილით 9 მაისს მოახდინეს ტაძრის კურთხევა.

ძველი ხანძრით დაზიანებული ტაძარი საბოლოოდ 1917 წელს დაანგრიეს. ახალი ტაძარი აგებული იყო ფსევდორუსულ არქიტეტურულ სტილში. მისი ზომები იყო 34X53 მეტრი, ხოლო სიმაღლე 53 მეტრი. სამრეკლოს სიმაღლე იყო 74,5 მ. 1930 წელს ეკლესია დაანგრიეს და მის ადგილზე შადრევანი ააგეს, შემდეგ კი დადგეს კიროვის ძეგლი.

2005 წლის 3 თებერვალს კიოვის სკვერში დადგეს ჯვარი და ჩადეს პირველი, სიმბოლური ქვა მომავალი ტაძრის ფუნდამენტში. ეკლესიის მშენებლობა მიმდინარეობდა შემოწირულობებით. ტაძარი შენდებოდა არქიტექტორ გ. შევჩენკოს პროექტის მიხედვით. მშენებლობა დასრულდა 2007 წელს და აკურთხა როსტოვისა და ნოვოცერკასკის ეპარქიის მტავარეპისკოპოსმა პანტელეიომონმა.

2007 წლის 25 ივნისს ეკლესიის წინ მოედანზე აღიმართა სერგეი ოლეშნიას შესრულებული ელისაბედ I-ის ძეგლი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება