დონის კოშკი
დონის კოშკი (რუს. Башня Дона) — შემორჩენილი სათავდაცვო კედლის ნაწილი კალინინგრადში. აგებულია გერმანელების მიერ და სახელი ეწოდება ფრიდრიხ კარლ დონის პატივისცემის ნიშნად, რომელიც იყო კალინინგრადის გარშემო სათავდაცვო ჯაჭვის შექმნის პროექტის ავტორი.
დონის კოშკი Башня Дона | |
---|---|
კოორდინატები | 54°43′20″N 20°31′24″E / 54.722361° ჩ. გ. 20.523378° ა. გ. |
მდებარეობა | კალინინგრადი, რუსეთი |
თარიღდება | 1854 |
რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
ისტორია
რედაქტირებაკოშკი აგებულია 1854 წელს. მდებარეობს ზემო ტბის ნაპირზე. 1945 წლის აპრილში კენიგსბერგის ოპერაციის დროს გამოიყენებდა როგორც გერმანელი ფაშისტების დასაყრდენი პუნქტი. ოპერაციის პერიოდში, რომელიც მიმდინარეობდა 1945 წლის 6-9 აპრილს, წითელი არმიის ჯარისკაცებმა კოშკი ხელში ჩაიგდეს. ამჟამად კოშკში განთავსებულია კალინინგრადის ქარვის მუზეუმი.
კალინინგრადის ცენტრში მდებარე ზედა ტბის (იგივე ჭაობის) ნაპირზე მდებარეობს საფორტიფიკაციო ნაგებობა დონის კოშკი. ნაგებობა როსგარტენის კარიბჭესთან ერთად ქმნის ერთიან კომპლექსს, რომელიც ააგეს 1853 წელს. დონის კოშკი დააპროექტეს არქიტექტორებმა: ინჟინერ-კაპიტანმა ირფიუგელბრეხტმა და ინჟინერ-ლეიტენანტმა ფონ ჰაილემ. კოშკის მშენებლობა მიმდინარეობდა საინჟინრო კორპუსის ხელმძღვანელის ერნს ლუდვიგ ფონ ასტერის ხელმძღვანელობით.
დონის კოშკის აგებით მოხდა ფრანგი ინჟინერ-მშენებლის მ. მონტალამბერის იდეის განხორციელება, რომელსაც სურდა დიდი სათავდაცვო ნაგებობის აგება. გეგმით მრგვალი შენობის დიამეტრია 34 მეტრი, ხოლო სიმაღლე 12 მეტრი. ნაგებობა შედგება ორი მიწის ზედა სართულისა და ერთი მიწისქვეშა სართულისაგან. კედლის სისქე 2 მეტრი. ნაგებობას აქვს შიდა ეზო და მშენებლობისათვის გამოყენებულია სპეციალური საფორტიფიკაციო აგური, მიღებული მრავალჯერადი გამოწვის შედეგად.
1945 წლის აპრილის ოპერაციის დროს კოშკში მდებარე გარნიზონი მტერს ბოლოს ჩაბარდა. სწორედ ამ კოშკზე აღმართეს წითელარმიელებმა 10 აპრილს გამარჯვების დროშა. 1974 წლიდან დონის კოშკი ფედერალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და დაცულია სახელმწიფოს მიერ.
ამჟამად კოშკის შენობაში განთავსებულია რუსეთში ერთადერთი ქარვის მუზეუმი უნიკალური ექსპონატებით, რომელთაგან ერთ-ერთი ხუთ კილოგრამს იწონის და ითვლება რუსეთში ყველაზე დიდ ქარვად. კოშკის მახლობლად მდებარეობს ძველი კენიგსბერგის კიდევ ერთი ღირსშესანიშნაობა როსგარტენის კარიბჭე, რომლის მთელი კომპლექსი შემონახულია ჩვენს დრომდე.
ლიტერატურა
რედაქტირება- Авенир Овсянов. Крепость над озером. — Калининград: Министерство культуры Калининградской области, Калининградский областной музей янтаря, 2012. — 88 с. — ISBN 978-5-903920-16-7.