დონეცკის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები

დონეცკის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები (რუს. Объекты культурного наследия Донецка) — ეს არის ქალაქ დონეცკის ეკლესიები და შენობები, რომელთაც აქვს კულტურულ-ისტორიული ღირებულება და შედიან რუსეთის ფედერაციის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.

ისტორია და აღწერა

რედაქტირება
  გარე სურათები
  მიძინების ტაძრის გუმბათის მოხატულობა

ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი სამრეკლოსთან ერთად წარმოადგენს რეგიონალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს[1]. ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი აგებულია 1861 წელს[2].

ჩვენს ეპოქამდე შმონახულია ეკლესიის კანკელი - დონის ტერიტორიაზე ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ძვირფასი. კანკელის მშენებლობაზე პასუხისმგებელი იყო მღვდელი იაკობ სემიონოვი. კანკელის შექმნაში ასევე თავისი წვლილი შეიტანა: ატამანმა გერასიმოვმა, ათანასე ანიკინმა, სტეფან პოპოვმა, გავრილ ერშოვმა, ალექსი ხარიტონოვმა, ეფიმ შევირევმა, სემიონ დავიდოვმა, კაზაკებმა: გრიგორი ბორისოვმა, ფილიპ სკლიაროვმა და ალექსეი კონდრატიევმა.

ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი ერთ-ერთია დონის მხარის იმ 84 ტაძარს შორის, რომელიც გადაურჩა რელიგიური დევნის პერიოდს. თანამედროვე კედლის მხატვრობა ეკუთვნის მხატვრებს გ. სტარიხსა და ს. მიშუკს. ჭაღები და მეტალი კარი დაამზადეს მხატვარ გ. სტარიხის[3] ესკიზის მიხედვით დონეცკის ექსკავატორების ქარხანაში.

ეკლესიის მთავარი დღესასწაულია მარიამობა — 28 აგვისტო და მიტროფანე ვორონეჟელის ხსენების დღე - 6 დეკემბერი.

საბჭოების ქუჩზე მდებარეობს შენობა, რომელიც აგებულია 1872 წელს, იგი ეკუთვნოდათ კაზაკ ვაჭარებს ბელიკოვებს. შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ამჟამად შენობაში განთავსებულია მ. შოლოხოვის სახელობის ბიბლიოთეკა.

ვაჟთა სამრევლო სასწავლებელი მდებარეობს ძმები დოროშევების ქუჩა 40/17-ში. შენობა აგებულია 1869 წელს. ასევე ეს ნაგებობაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ამჟამად ამ შენობაში განთავსებულია საავადმყოფო.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია გუდოროვის სამრევლო-საეკლესიო სკოლა, რომელიც საბჭოს ქუჩაზე ნომერ 51-ში მდებარეობს, იგი აგებულია 1906 წელს. ამჟამად მასში განთავსებულია გრიშა აკულოვის სახელობის დონეცკის № 1 სკოლა.