დოკუმენტები საქართველოს სოციალური ისტორიისათვის
დოკუმენტები საქართველოს სოციალური ისტორიისათვის — საქართველოს სოციალურ ისტორიასთან დაკავშირებული ისტორიული დოკუმენტების კრებული, შედგენილი და გამოცემული ნიკო ბერძენიშვილის რედაქციით, ორ წიგნად (I წიგნი — 1940 წ., II წიგნი — 1953 წ.).
ესაა დოკუმენტთა პირველი კრებული, რომელიც შედგენილია მანამდე გამოცემული დოკუმენტებისაგან განსხვავებული წესით: აქ წარმოდგენილი მასალა შერჩეულ-დალაგებულია თემატურ ბუდობრივ-ქრონოლოგიურად. თემატურად კრებულში შესულ საბუთებში ასახულია ბატონყმური ურთიერთობა XV–XIX საუკუნეებში.
ამ ურთიერთობათა წარმოსაჩენად გამოყენებულია წყალობის, შეწირულობის, აზატობის, ნასყიდობის, სითარხნის, პირობის, ბატონყმობისა და სხვა საბუთები, ოქმები, არზები, სამართლის წიგნები, განჩინებები. საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან წარმომავალი საბუთები მოცემულია ცალ-ცალკე.
დოკუმენტთა I წიგნში შესულია 676 საბუთი, აქედან ნომერი 1–501 ქართლისაა, 502–597 — კახეთის, 598–676 — იმერეთის. II წიგნში 479 საბუთია, რ-თაგან ნომერი 1–409 ქართლისაა, 410–434 — კახეთის, 435–466 — იმერეთის, ხოლო 467– 479 — გურიის. დოკუმენტთა ორივე წიგნს ახლავს პირთა და გეოგრაფიულ სახელთა საძიებელი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ბერძნიშვილი მ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. ?.