დოკუმენტები თბილისის ისტორიისთვის

დოკუმენტები თბილისის ისტორიისთვისთბილისის ისტორიასთან დაკავშირებული XVI-XIX საუკუნეების დოკუმენტების კრებული, შედგენილი ნიკო ბერძენიშვილისა და მამისა ბერძნიშვილის მიერ.

პირველი წიგნი გამოიცა 1962 წელს. დოკუმენტები დალაგებულია ქრონოლოგიურად 1505 წლიდან XIX საუკუნემდე. I წიგნში შესული დოკუმენტები წყდება 1771 წლით (სულ 274 საბუთი).

კრებულში შესული ნასყიდობის, წყალობის შეწირულობის, პირობის, გარიგების წიგნები, გასამყრელოები, ხარჯის ნუსხები, არზები, ოქმები, თამასუქები და სხვა სახის დოკუმენტები ამოკრეფილია საქართველოს სახელმწიფო ცენტრალური არქივის და კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტის ფონდებიდან. მათში ასახულია ფეოდალური თბილისის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, თბილისური ყოფა-ცხოვრება, სამოხელეო და საქალაქო წყობა, თბილისელთა მეურნეობა ქალაქსა და მის გარეთ, ვაჭრობა, ხელოსნობა, საქალაქო მეურნეობა, ქალაქის საცხოვრებელი და სავაჭრო ნაგებობები, ციხესიმაგრეები, ქალაქის გარეგანი სახე.

კრებულს დართული აქვს პირთა და გეოგრაფიულ სახელთა საძიებლები და თბილისის ტოპონიმიკა.

ლიტერატურა

რედაქტირება