დოი-კჰუნ-ტანის ეროვნული პარკი

დოი-კჰუნ-ტანის ეროვნული პარკი (ტაი. อุทยานแห่งชาติดอยขุนตาล) — ეროვნული პარკი ჩრდილოეთ ტაილანდში. მოიცავს კჰუნ ტანის ქედის მთიან სივრცეებს ლამფუნისა და ლამპანგის პროვინციებში.

დოი-კჰუნ-ტანის ეროვნული პარკი

อุทยานแห่งชาติดอยขุนตาล

IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
მდებარეობა ლამპანგის პროვინცია, ტაილანდი
უახლოესი ქალაქი ლამპანგი
კოორდინატები 18°28′15″ ჩ. გ. 99°17′05″ ა. გ. / 18.47083° ჩ. გ. 99.28472° ა. გ. / 18.47083; 99.28472
ფართობი 255.29 კმ²
დაარსდა 1975

ეროვნული პარკი 1975 წელს დაარსდა და იმ დროისთვის ტაილანდის მე-10 ეროვნული პარკი იყო.[1] პარკის სიმაღლებრივი სარტყელი ზღვის დონიდან 325-2373 მეტრია. პარკის ტერიტორიაზე მდებარეობს ტაილანდის უგრძესი სარკინიგზო გვირაბი, რომლის სიგრძეც 1352 მეტრია.[2]

ეროვნულ პარკში სამი მთავარი სეზონი გამოიყოფა: ზაფხული (მარტიდან-ივნისამდე), წვიმის სეზონი (ივლისიდან-ოქტომბრამდე) და ზამთარი (ნოემბრიდან- თებერვლამდე). საშუალო ტემპერატურა 5-38°C-ს შორის მერყეობს. ნალექი ძირითადად წვიმის სეზონის დროს მოდის, საშუალოდ 1 034 მმ ყოველწლიურად.[2]

ფლორა და ფაუნა

რედაქტირება

უკანასკნელ საუკუნეში ანთროპოგენური ზემოქმედების შემდეგ დოი-კჰუნ-ტანის ტყის დიდი ნაწილი გაუდაბურდა. პარკის ტყეები სიმაღლებრივი სარტყელის შესაბამისად სამ ტიპად იყოფა: დაბალი სიმაღლეები (ზღ. დონიდან 325-850 მეტრი) — ტექის ხის ტყე, შერეული ბამბუკის ფოთლოვანი ტყეები და მუხის ტყეები. საშუალო სიმაღლეები (ზღ. დონიდან 850-1000 მეტრი) — გარდამავალი ზონა ფოთლოვან ტყეებსა და მარადმწვანე ფიჭვის ტყეებს შორის, შერეული მარადმწვანე და ფოთლოვანი ტყე. ტაილანდში არსებული ფიჭვის ორივე სახეობა (Pinus merkusii და Pinus kesiya) პარკის ტერიტორიაზე ხარობს. მაღალი სიმაღლეები (ზღ. დონიდან 1000-1373 მეტრი) — უმეტესწილად მარადმწვანე ტყეებისა და მარადმწვანე ფიჭვის ტყეებისგან შედგება. ეროვნული პარკის ტყეების დასავლეთი ნაპირი თითქმის განადგურებულია. ტყეების აღმოსავლეთი ნაწილი შედარებით ხელუხლებელია.

ეროვნული პარკის ტერიტორიაზე მთელი წლის მანძილზე შესაძლებელია ველური ყვავილების ნახვა. პარკის ტერიტორიაზე ბინადრობენ სიამური კურდღლები, გარეული ქათმები და გარეული ღორები, ასევე სხვადასხვა სახეობის ფრინველი, რეპტილია, ობობა და მწერი.[3] ნადირობის, ხშირი ხანძრებისა და ადამიანური ზემოქმედების შედეგად პარკის ტერიტორიაზე მობინადრე გიბონები, ვეფხვები, სპილოები, დათვები, ირმები და სხვა სახეობები სრულად გადაშენდნენ.[2]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. (November 1990) 1990 United Nations list of national parks and protected areas. IUCN, გვ. 170–. ISBN 978-2-8317-0032-8. ციტირების თარიღი: 3 October 2011. 
  2. 2.0 2.1 2.2 Doi Khun Tan National Park. Department of National Parks, Wildlife and Plant Conservation. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 November 2015. ციტირების თარიღი: 24 November 2015.
  3. Elliot, Stephan; Cubitt, Gerald (2001) THE NATIONAL PARKS and other Wild Places of THAILAND. New Holland Publishers (UK) Ltd, გვ. 68–71. ISBN 9781859748862.