დნეპრის ჰიდროელექტროსადგური
დნეპრის ჰიდროელექტროსადგური — ჰიდროელექტროსადგური უკრაინაში, ქალაქ ზაპოროჟიესთან, მდინარე დნეპრზე. დადგმული სიმძლავრეა 650 მეგავატი.
ელექტროსადგური აშენდა გოელროს გეგმით, 1927-1933 წლებში. საპროექტო სიმძლავრეს (560 მეგავატი) მიაღწია 1939 წელს. ჰიდროკვანძი მოიცავს ჰესის შენობას სამანქანო დარბაზით, 216 მ სიგრძის დამცველ კედელს, წყალსაწრეტ და ყრუ კაშხლებს, წყალსაცავს, სანაოსნო ნაგებობებს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 598.