დიღმის წმინდა მარინეს ეკლესია

არქიტექტურული ძეგლი საქართველოში

დიღმის წმინდა მარინეს ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი თბილისის სოფელ დიღომში. მიეკუთვნება გვიანდელ ფეოდალურ ხანას. XIX საუკუნეში იგი გადაუკეთებიათ.

ეკლესია დარბაზულია, ნაგებია აგურით და მთლიანად შელესილი ყოფილა. შესასვლელი სამხრეთიდანაა. კარი გარედან გადახურულია არქიტრავით, შიგნიდან, ნახევარწრიული თაღით. აღმოსავლეთით ღრმა ნახევარწრიული აფსიდია. გრძივ კედლებზე ერთსაფეხურიანი პილასტრებია, რომლებსაც ეყრდნობა შეისრული საბჯენი თაღები. პილასტრებს შორის გადაყვანილი ნახევარწრიული დეკორატიული თაღები ღრმა ნიშებს ქმნის. სამხრეთის კლდეში სამი ფართო სარკმელია, აღმოსალვეთსა და დასავლეთში კი თითო.

აღმოსავლეთ ფასადზე, საკურთხევლის ორივე მხარეს ორი დაბალი სამკუთხა ნიშია, რათა კონქური სათაურები მთლიანად ქვისგანაა გამოკვეთილი. ეკლესიას აგურის ორი რიგისაგან შედგენილი ლავგარდანი აქვს.

ლიტერატურა

რედაქტირება