დიღმისხევი
დიღმისხევი — ისტორიულ-გეოგრაფიული რეგიონი, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთული შუა საუკუნეების საქართველოში. ცენტრი იყო სოფელი დიღომი.
დიღმისხევში განვითარებული იყო სოფლის მეურნეობა, კერძოდ, მევენახეობა; ხევის ქვედა ნაწილი — დიღმის ველი მეფეთა სანადირო ადგილი იყო. იყენებდნენ საძოვრადაც. დიღმისხევის მიწებზე სახლობდნენ სამეფო კარის, საეკლესიო და სათავადო გლეხები. სამხრეთ-დასავლეთის მხრიდან თბილისს მომდგარი მტერი ჩვეულებრივ დიღმისხევის მიდამოებში ბანაკდებოდა. IX-XI საუკუნეებში დიღმისხევი თბილისის საამიროს ნაწილი იყო. დიღმისხევის ტერიტორიაზე მიკვლეულია მრავალი არქეოლოგიური ძეგლი.
ლიტერატურა
რედაქტირება- მუსხელიშვილი დ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. ?.