დიუსი
დიუსი (გერმ. Düssi) — მთა გლარნის ალპებში, შვეიცარიაში. მდებარეობს ურისა და გრაუბიუნდენის კანტონების საზღვარზე. მისი მასივი ერთმანეთისგან ჰყოფს მადერანერტალისა და ვალ-რუსაინის ხეობებს.
დიუსი | |
---|---|
კოორდინატები: 46°47′30″ ჩ. გ. 8°49′38″ ა. გ. / 46.79167° ჩ. გ. 8.82722° ა. გ. | |
ქვეყანა | შვეიცარია |
სიმაღლე | 3 256 მ |
ქედი | გლარნის ალპები |
მთა გარსშემორტყმულია მყინვარებით, რომელთა შორის უდიდესია მის ჩრდილოეთ მხარეს გაწოლილი ჰიუფის მყინვარი.