დიურტიული (ბაშკ. Дүртөйлө) — ქალაქი ბაშკირეთის რესპუბლიკაში. დიურტიულის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი.

ქალაქი
დიურტიული
Дүртөйлө
გერბი

ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ფედერაციის სუბიექტი ბაშკირეთი
მუნიციპალიტეტი დიურტიულის რაიონი
კოორდინატები 55°29′00″ ჩ. გ. 54°52′00″ ა. გ. / 55.48333° ჩ. გ. 54.86667° ა. გ. / 55.48333; 54.86667
დაარსდა 1795
პირველი ხსენება 1795
ამჟამინდელი სტატუსი 1989
ცენტრის სიმაღლე 101
ოფიციალური ენა ბაშკირული და რუსული ენა
მოსახლეობა 30 986 კაცი (2016)
ეროვნული შემადგენლობა თათრები, ბაშკირები, რუსები, მარიელები
სასაათო სარტყელი UTC+5
სატელეფონო კოდი +7 34787
საფოსტო ინდექსი 452320
ოფიციალური საიტი admdurtuli.ru
დიურტიული — რუსეთი
დიურტიული
დიურტიული — ბაშკირეთი
დიურტიული

პირველად მოიხსენიება საარქივო დოკუენტში, რომელიც განეკუთვნება 1796 წელს. მისი პირველი მოსახლეები იყვნენ რუსი ვაჭრები მიტროფანე ტრაპეზნიკოვი, ნიკიტა დიაკონოვი, ვასილი ჩისტიაკოვი და ფილიპ ვასილევიჩი. დასახლებაში სწორედ მათი სახლები იდგა პირველად და ქალაქის სახელწოდებაც სწორედ აქედან წარმოსდგება[1].

1964 წლიდან დაბაა, ხოლო 1989 წლიდან რაიონული დაქვემდებარების ქალაქი.

გეოგრაფია

რედაქტირება

ქალაქი მდებარეობს ბაშკირეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, მდინარე ბელაიას მარცხენა ნაპირზე. ქალაქ უფიდან 124 კილომეტრში. მისი სახელწოდება წარმოსდგება ბაშკირული სიტყვისაგან „дүртөйлө“, სადაც „дүрт“ — ოთხი, „өй“ — სახლი და „-лө“ — აფიქსია[2].

მოსახლეობა

რედაქტირება

2010 სრულიად რუსეთის აღწერის მიხედვით მოსახლეობის ეროვნული შემადგენლობა ასეთია: თათრები — 64,1 %, ბაშკირები — 23,2 %, რუსები — 9,6 %, მარიელები — 1,6 %, სხვა — 1,5 %[3].

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება