დისკორდიანიზმი
დისკორდიანიზმი (ლათინური სიტყვიდან discordia, უთანხმოება) — 1980-იანი წლებიდან ინტერნეტში გავრცელებული რელიგიის პაროდია, შედეგი ნეოწარმართული ტალღებისა[1]. მსოფლიო რელიგიებისაგან განსხვავებით, რომლებიც ქადაგებენ ჰარმონიას, დისკორდიანიზმი აღმერთებს ქაოსს. დისკორდიანიზმის მთავარი ღვთაებაა ერისი, უთანხმოების ძველბერძნული ქალღმერთი, რომელმაც განხეთქილების ვაშლი შეაგდო პელევსისა და თეტიდას ქორწილში.
რელიგიას საფუძვლად უდევს წიგნი Principia Discordia (1958 ან 1959), რომელიც დაწერეს ომარ ჰაიამ რავენჰურსტმა (კერი ტორნლი) და მალაკლიპს უმცროსმა (გრეგ ჰილი).
საქვეყნო პოპულარობა დისკორდიანიზმმა მოიპოვა რობერტ ანტონ უილსონის წყალობით, რომელმაც იგი აქტიურად გამოიყენა თავის რომანში „ილუმინატუს!“ („The Illuminatus! Trilogy“(ინგლისური)) (1975)
დისკორდიანიზმი, რომელიც თავდაპირველად ფან-კულტურას წარმოადგენდა, თანდათან რელიგიის პაროდიად ჩამოყალიბდა და საბოლოოდ ინტერნეტფოლკლორის მყარი შემადგენელი ნაწილი გახდა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Malaclypse the Younger: Principia Discordia. ISBN 3-9333-2120-4.
- Robert Shea, Robert A. Wilson: Iluminatus – Das Auge in der Pyramide. ISBN 3-499-24272-9.
- Robert Shea, Robert A. Wilson: Iluminatus – Der goldene Apfel. ISBN 3-499-24273-7.
- Robert Shea, Robert A. Wilson: Iluminatus – Leviathan. ISBN 3-499-24274-5.
- Robert Anton Wilson: Die Illuminati Papiere ISBN 978-3-499-15191-0.
- Robert A. Wilson: Cosmic Trigger – Die letzten Geheimnis der Illuminaten oder an den Grenzen des erweiterten Bewusstseins. Rowohlt, Reinbek bei Hamburg 1985, ISBN 978-3-499-15649-6