განხეთქილების ვაშლი
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
განხეთქილების ვაშლი — მითური ოქროს ვაშლი ზედწარწერით „უმშვენიერესს“. განხეთქილების ქალღმერთმა ერიდამ შეაგდო პელევსისა და თეტიდას ქორწილში, განრისხებულმა იმით, რომ თვითონ არ დაპატიჟეს. ქორწილში იმყოფებოდნენ ქალღმერთნი: ჰერა, ათენა, აფროდიტე. მათ შორის ერთ-ერთს უნდა რგებოდა ოქროს ვაშლი. დავის გადასაწყვეტად ტროის მეფისწულს პარისს (ალექსანდროსს) მიმართეს. აფროდიტემ მსაჯული დაიმარტოვა და აღუთქვა: ულამაზეს ქალს შეგრთავ თუ ვაშლს მე მარგებო, რითაც დაისაკუთრა კიდეც ვაშლი და უმშვენიერესის ტიტულიც. სამაგიეროდ პარისს დაეხმარა მენელაოსის მეუღლე მშვენიერი ელენე ტროაში წაეყვანა, რაც დიდი განხეთქილების მიზეზი გახდა. ამას მოჰყვა ტროას ომი, რაც 10 წლის შემდეგ ქალაქის დანგრევით დასრულდა.
გადატანით - დავის, უთანხმოების მიზეზი, ომის საბაბი.