დისიმილაცია
დისიმილაცია, განმსგავსება (ლათ. dissimilatio < dissimilis — არამსგავსი, განსხვავებული) — ერთი სიტყვის ორი ერთმანეთის მსგავსი ან ერთგვარი ბგერიდან ერთ-ერთის შეცვლა, რითაც მატულობს განსხვავება მათ შორის; ამის შედეგად შესაძლოა დაიკარგოს ცვლილი ბგერა.[1] დისიმილაცია ასიმილაციის (დამსგავსების) საწინააღმდეგო პროცესია. ის შეიძლება იყოს როგორც პროგრესული და რეგრესული, ასევე კონტაქტურიც და დისტანციურიც.[2]
მაგალითი: ლბილი → რბილი.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ახვლედიანი გ., მასალები საენათმეცნიერო ტერმინთა ლექსიკონისთვის, ტ. I, თბ.: მერიდიანი, 2010.
- ↑ შანიძე აკაკი, კვაჭაძე ლეო, ქართული ენა 5, თბ.: საქართველოს მაცნე, 2014. — გვ. 44.