პედანიოს დიოსკორიდე, დიოსკურიდე (ბერძ. Πεδάνιος Διοσϰορίδης, Διοσϰουρίδης) — I საუკუნის ძველბერძენი ექიმი, კილიკიის ქალაქ ანაზარბოსის მკვიდრი. რომის არმიაში ექიმად ირიცხებოდა, მასთან ერთად მრავალ ქვეყანაში იმოგზაურა და მცენარეებზე ცნობები შეაგროვა (აღწერა 600-მდე სახეობა). თხზულებაში „სამკურნალო საშუალებებზე“ („De materia medica“) მოცემულია იმ დროისთვის ცნობილი მცენარეული, ცხოველური და მინერალური წარმოშობის ყველა მეტიკამენტის სისტემატიკური აღწერა, მათი მომზადების ხერხები, ცნობები სამკურნალო ნედლეულის დამუშავების (აქროლა, გამოხდა, კრისტალიზაცია) რიგი წესების შესახებ. დიოსკორიდეს თხზულებები XVII საუკუნემდე ბოტანიკისა და ფარმაკოლოგიის დარგებში უდავო ავტორიტეტით სარგებლობდა; მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მცენარეთა სისტემატიკის შემუშავებაში. ტრაქტატი „De materia medica“ გამოქვეყნდა ალდ მანუციო უფროსის მიერ.[1]

დიოსკორიდე
ძვ. ბერძნ. Πεδάνιος Διοσκουρίδης
დაბ. თარიღი არაუადრეს 25 და არაუგვიანეს 40
დაბ. ადგილი ანაზარბოსი
გარდ. თარიღი 90
მოქალაქეობა ძველი რომი
საქმიანობა ექიმი, ფარმაკოლოგი, ნატურალისტი
  1. Шерстнёва Е. В. Диоскорид // Большая российская энциклопедия. т. 9. — М., 2007. — стр. 39.