დიონისე ჰალიკარნასელი
დიონისე ჰალიკარნასელი (ძვ. ბერძნ. Διονύσιος Ἁλικαρνασσεύς, Dionýsios Halikarnasseús}}; ლათ. Dionysius Halicarnassensis) — ძვ. წ. I საუკუნის ბერძენი ისტორიკოსი და რიტორი.
დაიბადა ჰალიკარნასში (მცირე აზია). ძვ. წ. 30 წლიდან რომში ცხოვრობდა. ასწავლიდა რიტორიკას. იყო პატრიციული რომის აპოლოგეტი.
მისი მთავარი ნაშრომი „რომის სიძველეები“ (20 წიგნად) დაწერილია ბერძნულ ენაზე. ნაშრომში აღწერია რომის ისტორია უძველესი დროიდან I პუნიკურ ომამდე. ჩვენამდე მხოლოდ პირველმა 9 წიგნმა მოაღწია სრულად, შემორნილია X და XI წიგნების მნიშვნელოვანი ნაწილი, ხოლო დანარჩენი წიგნები — ფრაგმენტების სახით. შემორჩენილ წიგნებში თხრობა ძვ. წ. 442 წლით მთავრდება. დიონისე პოლიტიკური შეხედულებებით ახლოს იდგა სენატორული არისტოკრატიის წრეებთან. ცდილობდა დაემტკიცებინა ბერძნებისა და რომაელების ნათესაობა, რათა ბერძნებისათვის შეემსუბუქებინა რომაელების ჰეგემონობა. ზოგჯერ წყაროებს არაკრიტიკულად ეკიდებოდა. წერის მანერით ხშირად ბაძავდა თუკიდიდესა და პოლიბიოსს. აქვს რიტორიკული ნაწარმოებებიც („სიტყვათა შეთანხმებისათვის“, „ძველ ორატორთა გამო“ და სხვ.).
დიონისე ჰალიკარნასელის შემოქმედებაში საქართველოს ისტორიის თვალსაზრისით საინტერესოა ცნობები მოსინიკების შესახებ. დიონისეს მიხედვით, ეს „აზიური“ ხალხი საცხოვრებელს „მოსინს“ უწოდებს და თვით ტომსაც ამის მიხედვით „მოსინიკი“. „მოსინი“ რის კოშკის მსგავსი ნაგებობა, მაღალი ხის ძელებით გარშემორტყმული ადგილი, სადგომი, გალავანშემოვლებული ნაგებობების კომპლექსი. დიონისეს აზრით, პონტოსპირეთში მცხოვრები აქაველები ბარბაროსულ გარემოში მოხვედრილი და ზნეგამოცვლილი ელინები არიან. როგორც ჩანს, ავტორმა მისთვის კარგად ცნობილი ბერძნების სახელს — აქაიოის (Achaioi) დაუკავშირა ბერძნულ-რომაული წყაროს მიხედვით პონტოსპირეთში ცნობილი ტომის სახელი აქაიოი (Achaioi).
ლიტერატურა
რედაქტირება- ყაუხჩიშვილი თ., ბერძენი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, [ტ.] 3, თბ., 1976 (გარეკანზე: 1977).
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 560.
- ყაუხჩიშვილი თ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. ?.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- დიონისე ჰალიკარნასელი — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)
- «Roman Antiquities» by Dionysius of Halicarnassus (полный перевод в серии Loeb classical library)
- Письмо к Помпею (русский перевод)
- О соединении слов (русский перевод)
- Римские древности (русский перевод)
- «О соединении слов», греческий текст и английский перевод (1910)
- Письма Аммею и Письмо Помпею (греческий текст и английский перевод, 1901)