დიოდორე სიცილიელი

(გადამისამართდა გვერდიდან დიოდორი)

დიოდორე სიცილიელი (ბერძ. Διόδωρος Σικελιώτης) — ბერძენი ისტორიკოსი, რომელიც მოღვაწეობდა ძვ. წ. I საუკუნეში. ცნობილი ნაშრომის - „ისტორიული ბიბლიოთეკის“ ავტორი. მისივე ნაშრომებზე დაყრდნობით, ის დაიბადა სიცილიის ქალაქ აგირიუმში. ანტიკური ლიტერატურა მის ცხოვრებაზე დამატებით ინფორმაციას არ გვაწვდის.

Bibliotheca historica, 1746

შემოქმედება

რედაქტირება

დიოდორეს ნაშრომი, რომელსაც ის უწოდებს „ისტორიულ ბიბლიოთეკას“, შეიცავს ორმოც წიგნს და დაყოფილია სამ ნაწილად. პირველ ექვს წიგნში აღწერილია ნახევრად მითური ისტორიები. (მათ შორისაა ტროის ომი, არგონავტები და ა.შ.) აქ მოთხრობილია ძველი ეგვიპტის (I წიგნი), მესაპოტამიის, ინდოეთის, სკვითების და არაბების (II წიგნი), , ჩრდილოეთ აფრიკის (III), საბერძნეთისა და ევროპის (IV–VI) ისტორიისა და კულტურის შესახებ. მეორე ნაწილში (VII–XVII წიგნები) დიოდორე მოგვითხრობს მსოფლიოს ისტორიას ტროის ომიდან მოყოლებული ალექსანდრე დიდის სიკვდილამდე. მესამე ნაწილში (XVII წიგნიდან ბოლომდე) ის აღწერს მოვლენებს დიადოქოსების ომიდან დაწყებული ძვ. წ. 60 წლამდე, ანუ იულიუს კეისარის გალიაში ლაშქრობის დასაწყისამდე.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება