დინა რუბინა
დინა რუბინა (რუს. Дина Ильи́нична Ру́бина) 一 ებრაული წარმოშობის რუსი მწერალი, რედაქტორი, სცენარისტი.
დინა რუბინა | |
---|---|
რუს. Дина Ильинична Рубина | |
სრული სახელი | Дина Ильинична Рубина |
დაბადების თარიღი | 1953 |
დაბადების ადგილი | ტაშკენტი |
საქმიანობა | მწერალი, სცენარისტი და რედაქტორი |
ენა | რუსული |
ეროვნება | ებრაელი |
მოქალაქეობა | სსრკ, ისრაელი |
ალმა-მატერი | State Conservatory of Usbekistan |
ჟანრი | პროზა |
საიტი | dinarubina.com |
უზბეკეთის სსრ მწერალთა კავშირის წევრი (1978), სსრკ მწერალთა კავშირი (1979)[1], საერთაშორისო Pen Club-ის წარმომადგენელი, ისრაელის რუსულენოვან მწერალთა კავშირის თავმჯდომარე (1990).
ქართულად ნათარგმნია მისი 2011 წლის ნაწარმოები - პეტრუშკას სინდრომი, რომელზე დაყრდნობით გადაღებულ 2015 წლის ეკრანიზაციაში მონაწილეობას მერაბ ნინიძე და ზურა ყიფშიძე იღებენ.
ბიოგრაფია
რედაქტირებარუბინა დაიბადა 1953 წელს, ქალაქ ტაშკენტში, მხატვარ ილია დავიდოვიჩ რუბინისა[2] და ისტორიის მასწავლებლის, რიტა ალექსანდროვნა რუბინას ოჯახში. დიდი სამამულო ომის დროს 17 წლის დედამისი გადაიყვანეს ტაშკენტში, ხოლო მამამისი, ფრონტიდან დაბრუნების შემდეგ, აგრეთვე, ტაშკენტში დასახლდა. მას სახელი ცნობილი ამერიკელი მსახიობისა და 1940-იანი წლების ჰოლივუდის ვარსკვლავის, დინა დურბინის პატივსაცემად უწოდეს.[3]
დაამთავრა ვიქტორ უსპენსკის სახელობის სპეციალიზებული მუსიკალური სკოლა ტაშკენტის კონსერვატორიაში. სკოლაში მიღებული შთაბეჭდილებები, მოგონებები და გამოცდილება მან საკუთარ ავტობიოგრაფიულ ნაშრომში - მუსიკის გაკვეთილები - აღწერა.
რუბინამ 1977 წელს დაამთავრა ტაშკენტის კონსერვატორია და ასწავლიდა ტაშკენტის კულტურის ინსტიტუტში. მისი რომანის - ქუჩის მზიან მხარეს - პერსონაჟების ქმედებები და ცხოვრება ნათლად ასახავს 1940-60-იანი წლების ტაშკენტის ყოფას.
დინა რუბინას პირველი ლიტერატურული ნაბიჯები ჟურნალ „ახალგაზრდობის“ გვერდებზე გამოქვეყნებული ნამუშევრებით დაიწყო. ჟურნალში გამოქვეყნებულ ჩვიდმეტი წლის მწერლის პირველ მოთხრობას ერქვა „მოუსვენარი ბუნება“ და დაიბეჭდა 1971 წელს. დინა რუბინამ 1977 წელს გამოაქვეყნა მოთხრობა "როდის იქნება თოვლი? ...". მასში გოგონა ხვდება თავის სიყვარულს სასიკვდილო ოპერაციის წინა დღეს. ამ ნაწარმოების საფუძველზე გადაიღეს ფილმი, დაიდგა სატელევიზიო და რადიო სპექტაკლი, დაიწერა პიესა, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში იყო მოსკოვის ახალგაზრდული თეატრის სცენაზე.[4] იმავე წელს, 24 წლის ასაკში, იგი გახდა უზბეკეთის სსრ მწერალთა კავშირის წევრი - იმ დროს მსგავსი ორგანიზაციების ყველაზე ახალგაზრდა წევრი ქვეყანაში.
მწერალი ცხოვრობდა და მუშაობდა მოსკოვში 1990 წლის ბოლოს ისრაელში მუდმივ საცხოვრებლად გამგზავრებამდე. ისრაელში გადასვლის შემდეგ იგი მუშაობდა რედაქტორად ყოველკვირეულ ლიტერატურულ რუსულენოვანი გაზეთში - "ჩვენი ქვეყანა ". ამ წლებში რუბინას ნამუშევრების გამოცემა დაიწყეს სხვა რუსულმა ჟურნალებმა, როგორებიცაა " ახალი სამყარო ", " ზნამია ", " ხალხთა მეგობრობა ".
დიდი ხნის განმავლობაში დინა რუბინა ცხოვრობდა ქალაქ მალე ადუმიმში , რომელიც აღწერილია კიდეც მის ზოგიერთ ნამუშევარში. ამჟამად ცხოვრობს ქალაქ მევასერეთ სიონში.
ოჯახი
რედაქტირებაპირველი ქორწინებიდან შეეძინა ერთი ვაჟი.
მეორე ქმარი არის მხატვარი ბორის კარაფელოვი, რომელიც მისი ლიტერატურული ნაშრომების ილუსტრატორიცაა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Интервью на «Радио Свобода» в передаче Леонида Велехова «Культ личности»
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Рубина Дина Ильинична. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-11-06. ციტირების თარიღი: 2012-09-23.
- ↑ Автобиография Дины Рубиной. ციტირების თარიღი: 2008-11-26
- ↑ „Дина Рубина в гостях у Лены Батиновой и Вадима Тихомирова“. Радио Маяк. 2010-10-18. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-10-10. ციტირების თარიღი: 2013-04-11.
- ↑ Научная библиотека УлГТУ: Дина Рубина. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-08. ციტირების თარიღი: 2012-04-20