დინა დურბინი
დინა (დიანა) დურბინი (ინგლ. Deanna Durbin; ნამდვ. სახელი — ედნა მეი დურბინი (ინგლ. Edna Mae Durbin); დ. 4 დეკემბერი, 1921, უინიპეგი, კანადა — გ.17 აპრილი, 2013, ნოფლ-ლე შატო, საფრანგეთი[1]) —კანადელი მომღერალი და მსახიობი, 40-იანი წლების ჰოლივუდის ვარსკვლავი.[2]
დინა დურბინი | |
---|---|
დაბადების სახელი | ედნა მეი დურბინი |
დაბადების თარიღი |
4 დეკემბერი, 1921 უინიპეგი, კანადა |
გარდაცვალების თარიღი |
17 აპრილი, 2013 (91 წლის) ნოფლ-ლე შატო, საფრანგეთი |
მოქალაქეობა | კანადა |
პროფესია | მსახიობი |
ჯილდოები |
ოსკარი (1938). სახელობითი ვარსკვლავი ჰოლივუდის დიდების ხეივანში. |
ბიოგრაფია
რედაქტირებაედნა მეი დურბინი დაიბადა 1921 წლის 4 დეკემბერს, უინიპეგში (მანიტობა), კანადა, მანჩესტერელი (ინგლისი) ემიგრანტების ოჯახში. მამა — ჯეიმზ ალენი, დედა — ადა. მშობლები ჰოლივუდში 1923 წელს გადავიდნენ, როდესაც ედნა ორი წლისაც არ იყო. მომავალ ვარსკვლავს ჰყავდა უფროსი და, ედიტი, რომელიც მას 30-იან წლებში დაეხმარა.
დინა დურბინი ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა შესანიშნავი ხმითა და მუსიკის სიყვარულით. თოთხმეტი წლის ასაკში მან გააფორმა ხელშეკრულება MGM კინოსტუდიასთან და ჯუდი გარლანდთან ერთად მონაწილეობა მიიღო მოკლემეტრაჟიანი ფილმებში. პირველი წარმატება ეწვია მიუზიკლში „ყოველ კვირას“ მონაწილეობის შემდეგ. ამასთან, სტუდიის მენეჯმენტმა არ მოისურვა ახალგაზრდა მსახიობთან კონტრაქტის განახლება და მსახიობი გადავიდა Universal Pictures კინოსტუდიაში. პირველივე ფილმმა „სამი საყვარელი გოგონა“ მას დიდი წარმატება მოუტანა. 1938 წელს დინამ მიიღო „ოსკარის“ პრესტიჟული პრემია ახალგაზრდულ კატეგორიაში (ინგლ. Academy Juvenile Award) . 1940 წელს იგი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში. თითოეულ ფილმში მონაწილეობისათვის იღებდა 400000 დოლარს.[3]
დინა დურბინის მთავარი ამპლუა რეჟსორებისა და მაყურებლის წარმოსახვით იყო პატარა კონკიას პერსონაჟები. 40-იანი წლების შუა პერიოდში მან სცადა უფრო რთული როლების შესრულება ფილმებში „შობა“ და „ლედი მატარებელში“, მაგრამ საზოგადოება უარყოფითად შეხვდა მსახიობის მცდელობას. მაყურებელმა ამჯობინა დინა დურბინი ფილმებში ისეთივე მოზარდი გოგონას როლებსი ენახა, როგორიც თავიდან შეიყვარა.
1948 წელს კინოსტუდიის ხელმძღვანელობამ შეწყვიტა კონტრაქტი დინა დურბინთან. მათი განმარტებით, მსახიობი ძალიან ასაკოვანი იყო ახალგაზრდა გოგონების როლების შესასრულებლად, ხოლო შედარებით რთული როლებისთვის- არც ისე ნიჭიერი. ამავე დროს, სტუდიის ხელმძღვანელობას დაავიწყდა, რომ კინოსტუდია გაკოტრებისგან გადაარჩინა ფილმმა „სამი საყვარელი გოგო“ — დინა დურბინის მონაწილეობით.
1948 და 1949 წლები ყველაზე დაძაბული პერიოდი გამოდგა დინა დურბინის ცხოვრებაში: მას აღარ იღებდნენ კინოში, ამავე დროს დაშორდა მეუღლეს. ცხოვრების რთულ პერიოდში მას მხარი დაუჭირა 2 ადამიანმა: სცენარისტმა ჯო პასტერნაკმა და ფრანგმა კინორეჟისორმა ჩარლზ დევიდმა (1945 წელს მან დურბინის მონაწილეობით გადაიღო ფილმი „ლედი მატარებელში“). ჯო პასტერნაკმა მსახიობს შესთავაზა სამუშაოდ დაბრუნება MGM კინოსტუდიაში, მაგრამ დინამ უარი თქვა. ხოლო ჩარლზ დავიდმა დინას ხელი სთხოვა. დინა დათანხმდა შეთავაზებას. ისინი დაქორწინდნენ და პარიზში გადავიდნენ საცხოვრებლად. საქორწინო ხელშეკრულებაში დინას დაჟინებული თხოვნით შეიტანეს პუნქტი, რომლის მიხედვით მსახიობს უფლება ჰქონდა ჩრდილში დარჩენილიყო. ამის შემდეგ ის პრაქტიკულად არავის აძლევდა ინტერვიუებს, ყველაზე იშვიათ შემთხვევებში ჟურნალისტებისათვის, რომლებიც მსახიობს ინტერვიუსათვის ტელეფონით უკავშირდებოდნენ, მას მხოლოდ ერთი რამის თქმა შეეძლო: „მე მძულს ჰოლივუდი“.[4]
MGM– ის ხელმძღვანელმა ლუი ბარტ მაიერმა რამდენჯერმე სცადა დაერწმუნებინა დინა დურბინი, რომ განეახლებინა კონტრაქტი MGM– სთან. 1950-იანი წლების დასაწყისში მან დურბინს თითქმის მილიონი დოლარი შესთავაზა ფილმში ცნობილ მომღერალ და მსახიობ მარიო ლანცასთან ერთად მონაწილეობისათვის. დინამ უარი თქვა შეთავაზებაზე. ასევე უარი თქვა ბროდვეის მიუზიკლებში: „ჩემი მშვენიერი ლედი“ და „ოკლაჰომა“ მონაწილეობაზე.
ფილმებში აღებული ჰონორარი დინა დურბინმა წარმატებით დააბანდა ბიზნესში, რაც მსახიობს საშუალებას აძლევდა, უზრუნველად ეცხოვრა.
1999 წელს გარდაიცვალა მისი მეუღლე შარლ დავიდი. ამის შემდეგ დინა დურბინი ცხოვრობდა პარიზთან ახლოს ქალაქ ნოფლ -ლე შატოში.
2013 წლის 30 აპრილს გამოქვეყნდა დინა დურბინის ვაჟის შეტყობინება, რომლის მიხედვითაც მსახიობი „რამდენიმე დღის წინ“ გარდაიცვალა. სხვა დეტალები დაზუსტებული არ იყო. მოგვიანებით, Associated Press- მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დინა დურბინი გარდაიცვალა 20 აპრილს.[5][6]
ოჯახური მდგომარეობა
რედაქტირებამეუღლეები:
- ვონ პოლი — მსახიობი
- ფელიქს ჯექსონი — სცენარისტი
- ჩარლზ ენრი დევიდი — რეჟისორი
შვილები:
- ჯესიკა ჯექსონი (ფელიქს ჯექსონისგან)
- პიტერ დევიდი (ჩარლზ ენრი დევიდისგან))
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Date of death of Edna David per Social Security Death Index, search.ancestrylibrary.com; accessed April 11, 2018.
- ↑ Encyclopædia Britannica (ინგლ.)
- ↑ Carmel Dagan (2013-05-01). "Singer-Actress Deanna Durbin Dead at 91". Variety. Retrieved 2019-09-14.
- ↑ "NOSTALGIA: Deanna Durbin" დაარქივებულია 5 ივნისს 2011, webprime.de; accessed April 19,
- ↑ Deanna Durbin, child star from Hollywood's golden age, dies, Entertainment Weekly[მკვდარი ბმული] (Entertainment Weekly Inc.), May 2, 2013. შემოწმებული 4 მაისი 2013.
- ↑ Deanna Durbin obituary. The Guardian, Wednesday 1 May 2013