დიმიტრი ცქიტიშვილი
დიმიტრი ცქიტიშვილი (დ. 24 ივლისი, 1975, თბილისი)[1] — ქართველი ეკონომისტი, დიპლომატი და პოლიტიკოსი.
დიმიტრი ცქიტიშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 24 ივლისი, 1975 |
დაბადების ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | BA ეკონომიკური ურთიერთობათა თბილისის სახელმწიფო ინსტიტუტი; MA ვაიომინგის უნივერსიტეტი, საგარეო ურთიერთობათა მიმართულება. |
ეროვნება | ქართველი |
პარტია | „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ (2019-მდე) |
საქმიანობა | დიპლომატი, ეკონომისტი, პოლიტიკოსი |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 1975 წლის 24 ივლისს, დაამთავრა ეკონომიკურ ურთიერთობათა თბილისის სახელმწიფო ინსტიტუტი, შემდეგ კი — ვაიომინგის უნივერსიტეტი, საგარეო ურთიერთობათა სპეციალისტის სპეციალობით. 1990-1991 წლებში იყო ა/კ რკინიგზის თბილისის განყოფილების აკად ე. კ. ფიფიას სახელობის კლინიკური საავადმყოფოს ახალშობილთა პალატის სანიტარი. 1998-2012 წლებში — საქართველოს ახალგაზრდა სოციალისტების საერთაშორისო მდივანი, პრეზიდენტი და სამეთვალყურეო კომისიის პრეზიდენტი. 1998-2004 წლებში იყო დსთ-ს და მშვიდობიანი კავკასიის საქმეთა სახელმწიფო ბიუროს ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის განყოფილების მრჩეველი. 2005 წელს — საგარეო საქმეთა სამინისტროს რეგიონული თანამშრომლობის დეპარტამენტის, დსთ-ს სამმართველოს მესამე მდივანი. 2005-2006 წლებში — საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს რუსეთის დეპარტამენტის მეორე მდივანი. 2008-2012 წლებში იყო ახალგაზრდა სოციალისტების საერთაშორისო გაერთიანების საერთაშორისო ვიცე-პრეზიდენტი და პრეზიდიუმის წევრი. 2012 წელს — პოლიტიკურ-სამხედრო ანალიზის ცენტრ ჰადსონის ინსტიტუტის დირექტორის ასისტენტი. 2016-2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“. 2016 წლიდან 2019 წლამდე იყო საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის და გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი.2019 წლის ნოემბერში დატოვა „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ და საპარლამენტო საქმიანობა დამოუკიდებელი დეპუტატის რანგში განაგრძო.[2]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- დიმიტრი ცქიტიშვილი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- დიმიტრი ცქიტიშვილი — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია: დიმიტრი ცქიტიშვილი. declaration.gov.ge (28 იანვარი, 2020). ციტირების თარიღი: 20 მაისი, 2020.[მკვდარი ბმული]
- ↑ ჩუგოშვილმა, ცქიტიშვილმა, ხულორდავამ და ქაცარავამ უმრავლესობა და ქართული ოცნება დატოვეს. on.ge (14 ნოემბერი, 2019). ციტირების თარიღი: 20 მაისი, 2020.