დიმიტრი ცისკარიშვილი
დიმიტრი ცისკარიშვილი (დ. 13 ნოემბერი, 1939, თბილისი — გ. 22 მაისი, 2019) — ქართველი ექიმი, მეცნიერი
ბიოგრაფია
რედაქტირება1963 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.
1963–1965 წლებში იყო მცხეთის რაისაავადმყოფოს ორდინატორი. 1966–1970 წლებში თერაპიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი. 1970–1975 წლებში კლინიკური ელექტროფიზიოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი. 1975 წლიდან კვლევის ფუნქციური მეთოდების განყოფილების ხელმძღვანელი. ავტორია 86 სამეცნიერო ნაშრომი და რამდენიმე მონოგრაფიის, მათ შორის: „გულის რიტმის დარღვევების მკურნალობა ელექტროიმპულსით“(1971), „კარდიომონიტორული დაკვირვება მიოკარდიუმის ინფარქტის დროს“ (1976), „მიტრალური სარქველის პროლაფსი“(1985), „ექოკარდიოგრაფიის ატლასი“(1988); დაინტერესებულია სამხედრო ისტორიის საკითხებით, მას ეკუთვნის პირველი ქართული მონოგრაფია ნაპოლეონზე („ნაპოლეონი“ 1994, ტ. I; 1997, ტ. II); მისი ხელმძღვანელობით დაცულია სამი საკანდიდატო დისერტაცია. მიღებული აქვს სსრკ სამედიცინო აკადემიის პრემია, საუკეთესო ნაშრომისათვის კარდიოლოგიის დარგში (ერთობლივი ჯილდო, 1986). მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
1985 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაციის თემა – „მოციმციმე არითმიის სიხშირე, მიმდინარეობის თავისებურებები და მკურნალობის საკითხები გულ–სისხლძარღვთა სისტემის ზოგიერთი დაავადების დროს“, 1985 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაციის თემა – „გულის დიასტორული ფუნქცია ჰიპერტონული დაავადების დროს ხანგრძლივი მკურნალობის პროცესში“.
ლიტერატურა
რედაქტირება- კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი თბ.,2001 გვ.664. წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი თბ., 2003 გვ.196