დიმიტრი უსტინოვი
დიმიტრი თევდრეს ძე უსტინოვი (დ. 17 (30) ოქტომბერი, 1908, სამარა, რუსეთის იმპერია — გ. 20 დეკემბერი, 1984, მოსკოვი, რსფსრ, სსრკ) — საბჭოთა პარტიული, სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე. საბჭოთა კავშირის გმირი (1978), ორგზის სოციალისტური შრომის გმირი (1942, 1961), საბჭოთა კავშირის მარშალი (1976), სკკპ წევრი (1927), სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.
ბიოგრაფია
რედაქტირებადიმიტრი უსტინოვი დაიბადა 1908 წლის ქალაქ სამარაში მუშის ოჯახში. 1922 წელს მოხალისედ შევიდა წითელ არმიაში. ჯარში სამსახურის შემდეგ დაამთავრა პროფესიულ-ტექნიკური სკოლა, მუშაობდა ზეინკლად, მედიზელე მემანქანედ ქალაქებში ბალახნასა და ივანოვოში. 1927 წელს გახდა კომუნისტური პარტიის წევრი.
1934 წელს ლენინგრადის სამხედრო-მექანიკური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ დ. უსტინოვი მუშაობდა ინჟინრად სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში. 1937 წლიდან ლენინგრადის ქარხანა „ბოლშევიკის“ ინჟინერ-კონსტრუქტორად, მთავარი კონსტრუქტორის მოადგილედ, ხოლო შემდეგ — დირექტორად.
1941 წლის ივნისში დაინიშნა სსრ კავშირის შეიარაღების სახალხო კომისრად. იგი სათავეში ჩაუდგა იარაღის ათვისებასა და მასობრივ წარმოებას დიდი სამამულო ომის წლებში.
1946-1957 წლებში დაინიშნა სსრ კავშრის თავდაცვითი მრეწველობის მინისტრად, შემდეგ სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოს თავჯდომარის მოადგილედ, ხოლო 1963 წლის მარტში — სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოს თავჯდომარის პირველ მოადგილედ და სსრ კავშირის სახალხო მეურნეობის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ. 1965 წელს აირჩიეს სკკპ ცენტრალური კომიტეტის მდივნად.
პარტიის XIX, XX, XXII-XXVI ყრილობებზე არჩეული იყო სკკპ ცენტრალური კომიტეტის წევრად. 1965-1966 წლებში იგი სკკპ ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმის წევრობის კანდიდატია, 1966-1976 წლებში სკკპ ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს წევრობის კანდიდატი, 1976 წლიდან სკკპ ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს წევრია. დ. უსტინოვი იყო სსრ კავშირის II, IV-XI მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, რსფსრ-ის VII-X მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.
1976 წლის აპრილში დაინიშნა საბჭოთა კავშირის თავდაცვის მინისტრად.
ჯილდოები და მედლები
რედაქტირებადიმიტრი უსტინოვი დაჯილდოვებული იყო:
- 11 ლენინის ორდენით;
- 1-ლი ხარისხის სუვოროვის ორდენით;
- საბჭოთა კავშირის მედლებით და სხვა სახელმწიფოთა საპატიო ჯილდოებით.
- ლენინური პრემიის ლაურეატი;
- სსრ კავშირის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 186.