დიმიტრი ერისთავი (ქიმიკოსი)

ქართველი ქიმიკოსი
(გადამისამართდა გვერდიდან დიმიტრი სიდამონ-ერისთავი)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ერისთავი (მრავალმნიშვნელოვანი).
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ სიდამონ-ერისთავი.

დიმიტრი იოსების ძე სიდამონ-ერისთავი (დ. 20 მარტი, 1903, თბილისი — გ. 18 აგვისტო, 1971, იქვე) — ქართველი ქიმიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, პროფესორი.

დიმიტრი ერისთავი
დაბ. თარიღი 20 მარტი, 1903(1903-03-20)
დაბ. ადგილი თბილისი, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 18 აგვისტო, 1971(1971-08-18) (68 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
დასაფლავებულია დიდუბის პანთეონი
მოქალაქეობა  რუსეთის იმპერია
 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
 სსრკ
საქმიანობა ქიმიკოსი და პედაგოგი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბიოგრაფია

რედაქტირება

თბილისის მესამე ტექნიკუმში მიიღო საშუალო სპეციალური განათლება და სწავლა განაგრძო თბილისის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1928 წელს ქიმიკოსის კვალიფიკაციით. მალე მუშაობა დაიწყო საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, სადაც განვლო ღირსეული გზა კათედრის ასისტენტიდან პრორექტორობამდე. პარალელურად 1930 წლიდან ოცი წლის მანძილზე განაგებდა განყოფილებას ახლადდაარსებულ ქიმიის ინსტიტუტში.

იყო 120-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი ანალიზურ ქიმიაში, მათ შორის 9 მონოგრაფიაა და 4 სახელმძღვანელო. მისი ფუნდამენტური გამოკვლევები აღიარებულია როგორც ჩვენში ასევე უცხოეთშიც. დიდი დამსახურება მიუძღვის მეცნიერს საქართველოში ანალიზური ქიმიის განვითარების საქმეში. მან შექმნა იშვიათი და გაბნეული ელემენტების განსაზღვრის მთელი რიგი ახალი მეთოდები; დაამუშავა იშვიათ და გარდამავალ ელემენტთა დაყოფის ქრომატოგრაფიული საკითხები, გამოიკვლია ჩვენი მინერალური წყლების ქიმიური შემადგენლობა.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 136, თბ., 1994

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება