დიმიტრი სააკაძე
ქართველი პოეტი
დიმიტრი სააკაძე (დ. დაახლოებით XVII-XVIII საუკუნეების მიჯნაზე ― გ. დაახლოებით XVIII საუკუნის 80-იან წლებში) — ქართველი პოეტი. იყო სოფელ ბობნევიდან (ატენის ხეობა). 1734 მოსკოვში ჩავიდა, ვახტანგ VI-ის ამალას შეუერთდა და პრესიაზე დასახლდა. 1741-იდან სამხედრო სამსახურში იყო. მეგობრობდა პოეტ დიმიტრი ბაგრატიონთან.
დიმიტრი სააკაძე | |
---|---|
დაბადების ადგილი | ბობნევი, ქართლის სამეფო |
საქმიანობა | პოეტი |
პერიოდი | XVIII საუკუნე |
სააკაძის ლექსებში, რომლებიც ბარათების სახით არის დაწერილი, ასახულია რუსეთში გადახვეწილ ქართველთა საქმიანობა, ფიქრი და განცდა, მათი ყოველდღიური ცხოვრების ჭირ-ვარამი. პოეტი უჩივის „სამკვიდროსაგან აღმოხვრას“, ნატრობს სამშობლოში დაბრუნებას. მისი შვილი ― პოდპოლკოვნიკი დავით სააკაძე (გ. 20 მაისი, 1805) იყო თბილისის კომენდანტი 1803-1805 წლებში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ლოლაშვილი ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 535.