დიმიტრი მჟავია
ქართველი მსახიობი
დიმიტრი მჟავია (დ. 12 აპრილი, 1896 — გ. 22 ოქტომბერი, 1965, თბილისი) — ქართველი მსახიობი.
დიმიტრი მჟავია | |
---|---|
დაბადების თარიღი | 12 აპრილი, 1896 |
გარდაცვალების თარიღი |
22 ოქტომბერი, 1965 (69 წლის) თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა | სსრკ |
საქმიანობა | მსახიობი |
ჯილდოები | საქართველოს სახალხო არტისტი (1941) |
ბიოგრაფია
რედაქტირება1920 წელს დაამთავრა გ. ჯაბადარის საესტრადო სტუდია. 1920 წლიდან მიიწვიეს თბილისის ქართულ დრამაში (ახლანდელი შოთა რუსთაველის სახელობის თეატრი), სადაც გარდაცვალებამდე მუშაობდა. მის მიერ შექმნილ სახეებს ახასიათებდა დამაჯერებლობა, დრამატული სიმძაფრე, ემოციურობა. როლებიდან აღსანიშნავია ბარონი როზენი, შადიმანი (ს. შანშიაშვილის „არსენა“, „გიორგი სააკაძე“), გარსია კასტრო (გ. მდივნის „ალკაზარი“), შმაგა, მამაევი (ა. ოსტროვსკის „უდანაშაულოდ დამნაშავენი“, „ზოგჯერ ბრძენიც შეცდება“), შუისკი (ვ. სოლოვიოვის „დიდი ხელმწიფე“), შპილბერგი (ფ. შილერის „ყაჩაღები“) და სხვა.