დიმიტრი თოფურია
დიმიტრი სამსონის ძე თოფურია (დ. 11 თებერვალი, 1861 – გ. 1924) — ქართველი სამხედრო მოღვაწე, გენერალ-მაიორი (1915).
ბიოგრაფია
რედაქტირებადაამთავრა ჯერ სასულიერო სასწავლებელი, შემდეგ ტფილისის იუნკერთა სასწავლებელი. 1878 წელს გახდა პრაპორშჩიკი, 1881 წელს ― პოდპორუჩიკი, 1885 წელს ― პორუჩიკი, 1891 წელს ― შტაბსკაპიტანი, 1898 წელს ― კაპიტანი, 1904 წელს კი ― პოდპოლკოვნიკი. იყო რუსეთ-იაპონიის ომის მონაწილე. 1910 წელს მიიღო პოლკოვნიკის წოდება. პირველი მსოფლიო ომის დროს მეთაურობდა რუსეთის იმპერიის არმიის ჩებოკსარის 308-ე მსროლელთა ქვეით პოლკს. 1915 წელს წარჩინებისთვის მიიღო გენერალ-მაიორის წოდება. ომის დასასრულს იმყოფებოდა გერმანელების ტყვეობაში.[1] 1918-1921 წლებში. მსახურობდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო სტრუქტურებში. იყო საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი და ამ პარტიის სამეგრელოს ორგანიზაციის ხელმძღვანელი. 1921 წელს ემიგრაციაში არ წასულა. მონაწილეობდა 1924 წლის აგვისტოს აჯანყების მომზადებაში სამეგრელოში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ბახტაძე მ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 198.
- გოგიტიძე, მ., ბეჟიტაშვილი, გ., „სამხედრო ფიცის ერთგულნი“, თბილისი, 2015. — გვ. 65, ISBN 978-9941-0-7386-1.
- (რუსული) Гогитидзе, Мамука (2007), Военная элита Кавказа: Генерали и адмиралы из Грузии, с. 224. Научно-исследовательский центр истории грузинско-кавказских отношении
სქოლიო
რედაქტირება- ↑ გერმანიის ტყვეობიდან დაბრუნებულ ქართველ ჯარისკაცთა სია. «რესპუბლიკა 100» (civil.ge). ნანახია 8 მაისი, 2019.