დიმიტრი ზახაროვი
დიმიტრი ზახაროვი (დ. 1876 — გ. უცნობია) — ქართველი პოლიტიკოსი, იურისტი, საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი.
დიმიტრი ზახაროვი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 1876 |
გარდ. თარიღი | არაუადრეს 1931 |
საქმიანობა | იურისტი |
ალმა-მატერი | მოსკოვის საიმპერატორო უნივერსიტეტი |
ბიოგრაფია
რედაქტირებადიმიტრი ზახაროვმა 1907 წელს დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის იურდიული ფაკულტეტი.
1908 წლიდან ირიცხებოდა მოსკოვის სასამართლო პალატის მოსკოვის ოლქის ნაფიც ვექილთა სიაში. 1910-იანი წლებიდან ცხოვრობდა სოხუმში და მუშაობდა ნაფიც ვექილად. იყო სოხუმის სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების წევრი. იყო საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი. 1917-1918 წწ. იყო სოხუმის ოლქის კომისარი. აფხაზეთის ეროვნული საბჭოს წევრი. საკონსტიტუციო დელეგაციის წევრი. 1919 წლის 12 მარტს აირჩიეს საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით. 1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ მუშაობდა ტფილისის მუშათა კოოპერატიულ კავშირში. 1923 წელს იყო აფხაზეთის ასსრ დამცველთა (ადვოკატთა) კოლეგიის პრეზიდიუმის წევრი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ირაკლი ხვადაგიანი, საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია, თბ., 2016, გვ. 238.