დიმიტრი გორდეევი (ხელოვნებათმცოდნე)
დიმიტრი პეტრეს ძე გორდეევი (რუს. Дмитрий Петрович Гордеев; დ. 26 ოქტომბერი, 1889, ხარკივი, — გ. 16 ოქტომბერი, 1964, თბილისი) — რუსი ხელოვნებათმცოდნე. ძირითადად საქართველოში მუშაობდა.
ბიოგრაფია
რედაქტირება1913 წელს დაამთავრა ხარკივის უნივერსიტეტი. ერთ-ერთმა პირველთაგანმა მეცნიერულად შეისწავლა ქართული ხელოვნების არაერთი ძეგლი, რომელთა შორის აღსანიშნავია საფარის, ზარზმის, ჭულის მონასტრების კედლის მხატვრობა, ქართული მინანქარი და მინიატიურა, ჭედური ხელოვნება და სხვ. 1910-20-იან წლებში ახლოს იყო თბილისის ლიტერატურული და კულტურული წრეების წარმომადგენლებთან, შემდეგ მოღვაწეობდა ხარკივში. 1934-1937 წლებში პატიმრობაში იყო ანტისაბჭოთა საქმიანობის ბრალდებით. 1937 წლიდან ცხოვრობდა ქუთაისში. 1952 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის მეცნიერ თანამშრომლად.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- Миниатюры грузинских лицевых рукописей Сионского древлехранилища в Тифлисе, «Aრს», 1918, №2–3;
- Отчет о поездке в Ахалцихский уезд в 1917 г. Росписи в Чуле, Сапаре и Зарзме, «Известия Кавказского историко-археологического ин-та», 1923, т. 1;
- Предварительное сообщение о Мцхетской „Антиохии“ (Извлечение из материалов экспедиции 1922 г. и после გამოქдующих поездок, «Известия Кавказского историко-археологического ин-та», Тфл., 1925, т. 3;
- Мгвимская резная дверь, «საქართველოს მუზეუმის მოამბე», 1927, ტ. 3.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 105.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- დიმიტრი გორდეევი (ხელოვნებათმცოდნე) — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- Гордєєв Дмитро Петрович. Енциклопедія Сучасної України.