დილა (გაზეთი)
"დილა" — ქართული გაზეთი, რომელიც სხვადასხვა დროს გამოდიოდა საქართველოში.
- ქართული ყოველდღიური პოლიტიკური და ლიტერატურული გაზეთი სოციალ-დემოკრატული მიმართულებისა. გამოდიოდა თბილისში 1907 წელს. რედაქტორი-გამომცემელი ს. ვადაჭკორია. გამოვიდა 26 ნომერი.
- ქართული ყოველდღიური გაზეთი, გამოდიოდა თბილისში 1911 წელს რედაქტორი-გამომცემელი — ა. ღულაძე. გამოვიდა 31 ნომერი.
- ქართული ყოველდღიური პოლიტიკური და ლიტერატურული გაზეთი სოციალ-დემოკრატიული მიმართულებისა. გამოდიოდა ქუთაისში 1912-1913 წლებში. რედაქტორი-გამომცემელი — ი. რუხაძე. 1912 წლის სექტემბრიდა 1913 წლის 4 მარტამდე "დილის" ნაცვლად დროებით გამოდიოდა გაზეთი "მერცხალი". დაიხურა 1913 წლის აპრილის ბოლოს მთავრობის განკარგულებით.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 551.
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012.