ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

დილან თომას სპროუსი (ინგლ. Dylan Thomas Sprouse; დ. 4 აგვისტო, 1992)[1]ამერიკელი მსახიობი. არის ქოულ სპროუსის ტყუპი ძმა. ცნობილია თავისი შესრულებული როლით, როგორც ზაკ მარტინი, დისნეის სერიალში, „The Suite Life of Zack & Cody“-ში.

დილან სპროუსი

სპროუსი 2010 წელს.
დაბადების სახელი დილან თომას სპროუსი
დაბადების თარიღი 4 აგვისტო, 1992 (1992-08-04) (32 წლის)
არეცო, იტალია
ეროვნება ამერიკელი
ალმა-მატერი ნიუ-იორკის უნივერსიტეტი
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1993-2012
2017-დღემდე
პარტნიორ(ებ)ი ბარბარა პალვინი
ნათესავები ქოულ სპროუსი (ტყუპი ძმა)

ადრინდელი ცხოვრება

რედაქტირება

დილან თომას სპროუსი 1992 წლის 4 აგვისტოს არეცოში, იტალიაში დაიბადა. არის ამერიკელების, მეთიუ სპროუსის და მელანი რაითის უფროსი ვაჟი. ჰყავს ტყუპი ძმა ქოულ სპროუსი, რომელსაც დილანის მსგავსად, სამსახიობო კარიერა აქვს. დილანი ქოულზე 15 წუთით ადრე დაიბადა. დაბადებიდან 4 თვის შემდეგ ტყუპების ოჯახი საცხოვრებლად ლონგ-ბიჩში, კალიფორნიაში გადავიდა.[2]

სპროუსმა სამსახიობო კარიერა თავის ტყუპ ძმასთან, ქოულ სპროუსთან ერთად დაიწყო. ისინი 1998 წლამდე, ABC-ს „Grace Under Fire“-ში პატრიკ კელის როლს თამაშობდნენ. ძმებმა შემდეგაც მრავალჯერ მიიღეს მონაწილეობა სხვადასხვა სატელევიზიო ფილმებსა თუ სერიალებში. 2017 წელს, დილანმა ტრილერში, „Dismissed“-ში, მთავარი ლუკას ვორდის როლი ითამაშა. ამავე წელს, კომედიაში–„Banana Split“-ში ნიკის როლი ითამაშა.[3]

2019 წლის აგვისტოს დააანონსეს რომ დილანი ფილმ „შემდეგი“-ს გაგრძელებაში, „After We Collided“-ში ტრევორის როლს ითამაშებს.

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

2018[4] წლიდან სპროუსს, სასიყვარულო ურთიერთობა მოდელთან ბარბარა პალვინთან აქვს. ისინი ბრუკლინში ერთად ცხოვრობენ.[5]

  1. Dylan Sprouse: Biography. TV Guide. ციტირების თარიღი: December 3, 2013.
  2. „Little Sprouses“. People (Special Collector's Edition: Dylan and Cole: Zack & Cody): 14. May 2009. დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 21, 2012. ციტირების თარიღი: July 9, 2012.
  3. Hannah Marks, Liana Liberato to Star in High School Comedy 'Banana Split'. Variety.com (December 15, 2017). ციტირების თარიღი: May 30, 2018.
  4. Baty, Emma. (2019-02-08) Dylan Sprouse and Barbara Palvin Have Been Dating for Eight Months and She's Never Met His Twin Brother Cole en-US. ციტირების თარიღი: 2019-08-01
  5. Digital Cover: Dylan Sprouse & Barbara Palvin, a Modern Love Story. W.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დილან_სპროუსი“-დან