ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.


დიდჯამა ფურისულა (ლათ. Primula veris) — მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ფოთლები დანაოჭებულია და, ძირითადად, ფრთიან ყუნწად არის წარზიდული. ფოთლები ფორმით მოგრძოკვერცხისებურია, კიდედაკბილული. მთელი მცენარე მეტ-ნაკლებად შებუსულია. საყვავილე ღერძი გრძელია. გვირგვინი ოქროსფერ-ყვითელია, ყვავილობის დროს თავდახრილი. იზრდება ტყეებში, მდელოებზე, ხევებში, ბუჩქნარებში. გავრცელებულია მთელ საქართველოში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს კავკასიას, შუა აზიას, მცირე აზიასა და ჩრდილოეთ ირანს.

დიდჯამა ფურისულა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
ოჯახი:  ფურისულასებრნი
გვარი:  ფურისულა
სახეობა:  დიდჯამა ფურისულა
ლათინური სახელი
Primula veris subsp. macrocalyx (Bunge) Lüdi

ლიტერატურა

რედაქტირება
  • სუხიტაშვილი კ., საქართველოს ყვავილოვანი მცენარეები, თბ., 2018, გვ. 648.